
დაიბადა 1970 წლის 16 ივნისს ქ. გორში.
გორის N12 საშუალო სკოლის დასრულების შემდეგ სწავლა გააგრძელა სულხან-საბა ორბელიანის სახელობის უნივერსიტეტში ისტორიის ფაკულტეტზე. მოგიანებით სწავლობდა შიდა ქართლის საერო უნივერსიტეტში სამართალმცოდნეობის ფაკულტეტზე.
სხვადასხვა დროს მუშაობდა შიდა ქარლის საერო უნივერსიტეტში უფროს მასწავლებლად, ტელეკომპანია ,,ქართლში“ ჟურნალისტად, 1999 წლიდან დღემდე მუშაობს ქ. გორის N10 საჯარო სკოლაში ისტორიის და სამოქალაქო განათლების პედაგოგად. 2005-2007 წლებში იყო გორის N32 საოლქო საარჩევნო თავმჯდომარის მოადგილე, 2007-2010 წლებში კი შიდა ქართლის გუბერნატორის ადმინისტრაციაში ადგილობრივი თვითმმართველობისა და სახელმწიფო ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის მთავარი სპეციალისტი.
2018 წლიდან არის გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი. მისი სურვილია გორის მუნიციპალიტეტის გახდეს შიდა ქართლის ტურიზმის ცენტრი და მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მაცხოვრებელი სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის შემუშავდეს სიღარიბის დაძლევის პროგრამა, რაშიც აქტიურადაა ჩართული.