21 თებერვალს გორის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა
21 თებერვალს გორის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელზეც განიხილული
სტუმრად  მიუსაფარი შინაური ცხოველების მართვის შიდა ქართლის ინტერმუნიციპალურ სააგენტოში
    20 თებერვალს გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე, საკრებულოს წევრები და გაეროს სურს
ინფრაქტრუქურული სამუშაოების დათვალიერება
  გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე საკრებულოს წევრებთან ერთად, წმინდაწყლის დასახლ
შეხვედრა ტყვიავის საჯარო სკოლასთან
  გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს „ფრაქცია ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილე
ანონსი
  9 თებერვალს 11.00 საათზე გაიმართება გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა. სხდომა გაიმართება საკრებულოს ადმი
სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები პრაქტიკას საკრებულოში გადიან
  იხილეთ ლინკი გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტ

საკრებულოს თავმჯდომარე

mayor

დავით რაზმაძე

2021 წლის  ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ არჩეულ იქნა გორის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე.

ხელმისაწვდომი ჯანდაცვა, განათლება, სოციალური პროგრამები, უსაფრთხო გარემო აი, სწორედ ესაა ჩვენი გუნდის პრიორიტეტი, რომლის შესრულებისათვისაც მაქსიმალურს გავაკეთებთ.

 

პრიორიტეტები

  • ტურიზმი

    მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება. ხელსაყრელი ბიზნეს გარემოს შექმნა და ტურისტული ობიექტების რეაბილიტაცია.
  • სოციალური პროგრამები

    ჩვენ ვახორციელებთ 8-მდე სხვადასხვა სახის სოციალურ პროგრამას, რომელიც მორგებულია მოსახლეობის დიდ ნაწილზე, მუნიციპალიტეტში სოციალური ფონის გაუმჯობესება იყო და დარჩება ჩვენი მიზანი.
  • სპორტი

    ჩვენი მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი გამორჩეულია საქართველოში სპორტული მიღწევებით და შედეგებით. ჩვენ მაქსიმალურად შევუწყობთ ხელს სასპორტო ორგანიზაციებს, რომ ეს შედეგები უნფო მეტი და მრავალფეროვანი იყოს.
  • უსაფრთხოება

    უსაჯრთხო გარემო ერთ-ერთი მთავრი პრიორიტეტია ჩვენს მუნიციპალიტეტში.
  • 1

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მარლენ ნადირაძის

2019 წელს იანვრიდან 1 ნოემბრამდე გაწეული საქმიანობის

 ა ნ გ ა რ ი შ ი

 

2019 წლის იანვრიდან დღემდე, დავესწარი გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 12 სხდომას და მონაწილეობა მივიღე 232 საკითხის განხილვაში.

დავესწარი საკრებულოს ბიუროს 13  სხდომას და მონაწილეობა მივიღე 283 საკითხის განხილვაში.

 გაერთიანებული ვარ  საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიულ საქართველოში“.  დავესწარი ფრაქციის 8  სხდომას და მონაწილეობა მივიღე 20 საკითხის განხილვაში. 

ვარ  სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის წევრი. დავესწარი 8 სხდომას და მონაწილეობა მივიღე 31 საკითხის განხილვაში.

            მიმდინარე პერიოდის განმავლობაში სისტემატიურად ვხვდებოდი მოსახლეობას, რა დროსაც გამოიკვეთა მთელი რიგი პრობლემები:  

 

            2019 წლის 18 მარტს შევხვდი ქ. გორში, წმინდაწყლის დასახლებაში, ელიოზიშვილის ქუჩის მცხოვრებლებს - დაახლოებით 20 ადამიანს. მათთან  შეხვედრისას გამოიკვეთა რამოდენიმე მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელთა დროული მოგვარება აუცილებელია ამ უბნის მოსახლეობისთვის: პირველი და უმთავრესი საკითხი არის ელიოზიშვილის ქუჩის მიმდებარედ, გვერდწითელის ქუჩის  ჩრდილოეთით, ე.წ. „ჭაობში“ გრუნტის წყლების განმტვირთველი სადრენაჟო სისტემის მოწყობა, რასაც იქ მცხოვრებნი უკვე ორ ათწლეულზე მეტია აქტიურად ითხოვენ. აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად გორის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ა/წლის 11 მარტს უკვე შეიტანა ცვლილება მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტში 680 000 ლარის დამატების შესახებ, ეს საკითხი ასევე მოწონებულია უკვე შიდა ქართლის გუბერნატორთან არსებული სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს მიერ და ამ პრობლემის აღმოფხვრა მოხდება 2020 წლის ბოლომდე. მეორე მნიშვნელოვანი საკითხი, რასაც მოსახლეობა აყენებს, არის ელიოზიშვილის ქუჩის ბოლოს, 4 კორპუსის ეზოში მდებარე სკვერის რეაბილიტაციას ადგილობრივი ბიუჯეტის ფარგლებში. აღსანიშნავია, რომ ეზოში ძალიან ბევრი არასრულწლოვანი ბავშვია და ყველა ოჯახისთვის მნიშვნელოვანია აღნიშნული სკვერის მოწყობა, რომელსაც უკვე რამოდენიმე წელია ითხოვენ მუნიციპალიტეტისგან. გორის მუნიციპალიტეტის მერის წინაშე უკვე დავაყენე აღნიშნული საკითხი და 2020 წელს ეს პრობლემაც მოგვარდება. მოსახლეობამ ასევე ითხოვა, ეზოების და ქუჩების დამაკავშირებელი საკანალიზაციო სისტემის კაპიტალური შეკეთება, ვინაიდან, უკვე წლებია, ხშირად ამოდის საკანალიზაციო ჭებიდან დაბინძურებული წყალი ფეკალურ მასებთან ერთად, რასაც ემატება ე.წ. „ჭაობში“ გრუნტის წყლებიც  და გაუსაძლისს ხდის ცხოვრებას მოსახლეობისთვის, ამასთან, აღსანიშნავია, რომ იქვე, რამოდენიმე ათულ მეტრში მდებარეობს გორის #5 საჯარო სკოლა, სადაც უამრავი ბავშვი სწავლობს. მიმდინარე წელს განხორციელდა გრუნტის წყლებიც შიდა გამანაწილებელი ქსელის არხის რეაბილიტაცია დრენაჟის და საკანალიზაციო ჭის მოწყობით. ამ უბნის მცხოვრებლებმა ასევე ითხოვეს ელიოზიშვილის არც თუ ისე დიდი ქუჩის ასფალტის საფარის შეკეთება, რაც წლებია არ გაკეთებულა და გზის საფარი ამჟამად ცუდ მდგომარეობაშია რამოდენიმე ადგილას. აღნიშნული საკითხიც დაყენებული მაქვს მუნიციპალიტეტის მერის წინაშე.

            2019 წლის 19 მარტს შევხვდი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტინისხიდის მოსახლეობის ერთ ნაწილს, დაახლოებით 15 ადამიანს. მათთას ერთად დავათვალიერეთ ტინისხიდის სარწყავი არხის ის მონაკვეთები, რომლებიც მიმდინარე გაზაფხულზე აუცილებლად საჭიროებს გამაგრებას და გაწმენდას. მოსახლეობამ აღნიშნა, რომ 2019 წელს სოფლის მხარდაჭრის პროგრამით კი გადაწყვიტეს ამ პრობლემის მოგვარება, მაგრამ მაინც სჭირდებოდათ დახმარება მუნიციპალიტეტის მხრიდან, რათა გაეწიათ შუამდგომლობა მელიორაციის სამსახურთან ამ პრობლემის მოგვარებაში მათ ჩართულობის შესახებაც, ვინაიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამით გამოყოფილი თანხა მთლიანად ვერ მოაგვარებს ზემოთაღნიშნულ პრობლემას. ეს სამუშაოები უკვე განხორციელდა 2019 წლის სოფლის მხარდაჭრის პროგრამით. ამ უბნის მცხოვრებებმა ასევე ითხოვეს სოფლის ტრანსპორტის გაჩერებებზე არსებული მოსაცდელების შეკეთებაც. ამ საკითხის გადაწყვეტა მოხდება 2020 წლის სამოქალაქო ბიუჯეტით მუნიციპალიტეტის მერიის მიერ.  შემდეგი პრობლემა, რაც დააყენეს, მიაჩნიათ, რომ არის ნომერ პირველი პრობლემა, რომელიც შეეხება სოფლის სასმელი წყლით მომარაგებას, კერძოდ: სასმელი წყლის ქსელის მთლიანად რეაბილიტაციას და ინდივიდუალურ გამრიცხველიანებას, ვინაიდან, მიუხედავად იმისა, რომ 2018 წელს ქსელი მოეწყო ერთი  პატარა უბნისთვის,  მთლიანობაში სოფლის 3/4 - ს სასმელი წყალი არ მიეწოდება თითქმის სამი ათეული წელია და ამ პრობლემას მთლიანად მოსაგვარებლად საჭიროა დიდი პროექტის განხორციელება, რაც უკვე გადაწყვეტილია 2020 წლის ადგილობრივი ბიუჯეტით, რისთვისაც 2020 წელს გამოყოფილი იქნება 900 000 ლარი. იმავე დღეს შევხვდი აოფელ ტინისხიდის მოსახლეობის მეორე  ნაწილსაც, დაახლოებით 10-12 ადამიანს. მათი მთავარი პრობლემაც სასმელი წყალია, თუმცა  დააყენეს სხვა საკითხებით, კერძოდ: სოფლის სასაფლაოსთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია, სასაფლაოს შემოღობვა და ასევე დიდი პრობლემაა სასაფლაოს ტერიტორიულ-ქაოსური განვითარება. ამ სასაფლაოზე უკვე რამოდენიმე ათწლეულია ქალაქ გორის კომბინატის დასახლების მაცხოვრებლებიც ასაფლავებენ ოჯახებს და საფლავების გამოყოფა ხდება არაგეგმაზომიერად, სასმელი წლის მთავარ რეზერვუართან ახლოს, არაპროპორციულად დიდი ფართობებით და საერთოდ, ორგანიზაციული თვალსაზრისით, ეს საკითხი მოსაგვარებელია მუნიციპალიტეტის მერიის დონეზე. აღნიშნული საკითხი აწუხებთ სხვა უბნების მაცხოვრებლებსაც. ეს პრობლემაც უკვე ეცნობა მუნიციპალიტეტის მერს. ამავე შეხვედრაზე  მოსახლეობამ ითხოვა, რომ მუნიციპალიტეტმა გამოყოს ხელფასიანი თანამშრომელი, რომელიც ყოველდღიურად მოემსახურება სასმნელი წყლის საქაჩი ტუმბოს მუშაობას და  ამასთანავე, უზრუნველყოფს მოსახლეობისგან სასმელი წყლისთვის ფუნქციონირებისთვის დახარჯული ელექტროენერგიის შეგროვებას, რაც ყოველთვიური გადაუჭრელი პრობლემაა დღემდე, ვინაიდან ქაოსურად მიმდინარეობს ეს პროცესი. აღნიშნული საკითხი დადებითად გადაწყდება მიმდინარე წლის ბოლომდე. ამავე დღეს ასევე შევხვდი სოფლის ახალგაზრდობის ნაწილს, დაახლოებით 10 ადამიანს, რომლებიც სისტემატურად აყენებენ სოფლის ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედნის საფარის გამოცვლის საკითხს. აღნიშნული მოედანი ფუნქციონირებს უკვე 13 წელის და აქტიურად არის დატვირთული ახალგაზრდების მხრიდან. აღნიშნული სპორტული მოედნის რეაბილიტაციის პროცესი უკვე დასრულების სტადიაზეა. ახალგაზრდებმა ასევე ითხოვეს სოფლის საბავშვო ბაღის ეზოს და ადმინისტრაციულ შენობის გვერდით არსებული სკვერის კეთილმოწყობა, რაც სხვა შეხვედრებზეც დააყენეს სოფლის მცხოვრებლებმა.   აღნიშნული საკითხის გადაწყვეტა მოხდება 2020 წლის სამოქალაქო ბიუჯეტით მუნიციპალიტეტის მერიის მიერ. ამ შეხვედრის დროს, ახალგაზრდობის ჯგუფმა და ისევე, როგორც დანარჩენმა მოსახლეობამ,  დააყენა სოფლის შესასვლელში, სარკინიგზო ხიდის ქვეშ ჩამდინარე სანიაღვრე  წყლების გადამქაჩი ტუმბოს მომსახურე პერსონალის დანიშვნის საკითხი მუნიციპალიტეტის მერიის მხრიდან, ვინაიდან მეორე წელია ამ ტუმბოს არავინ ემსახურება სტაბილურად,  რაც ხშირად ხდება მისი დაზიანების ან სანიაღვრე წყლებისგან გზის დატბორვის მიზზი, რაც დიდ პრობლემას ქმნის მთელ სოფლისთვის. მუნიციპალიტეტის მერის წინაშე უკვე დასმულია ეს საკითხი.

            2019 წლის 20 მარტს შევხვდი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ორთაშენის  მოსახლეობის ერთ ნაწილს, დაახლოებით 10 ადამიანს, რომელებიც სოფლის თითქმის ყველა უბანს წარმოადგენდნენ. ამ შეხვედრაზე გამოიკვეთა ის პრობლემები, რაც მთლიან სოფელს აწუხებს დღეისთვის,  კერძოდ: ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია, სოფლის მთავარი საავტომობილო გზის ასფალტის საფარის აღდგენა და ამ გზის გასწვრივ, სანიაღვრე არხის მოწყობა, ვინაიდან მოსახლეობის უმეტესი ნაწილი ამ გზით სარგებლობს. აღნიშნული პრობლემის გადასაჭრელად უკვე მიმდინარეობს პროექტირება და სამუშაოები განხორციელდება 2020 წელს. შეხვედრაზე ასევე ითხოვეს სოფლის საბავშვო ბაღთან მისასვლელი საავტომობილო და საფეხმავლო გზების რეაბილიტაცია-მოწყობა, ვინაიდან საბავშვო ბაღი მდებარეობს ზემო დასახლებაში. საბავშვო ბაღთან მისასვლელი  საფეხმავლო გზის რეაბილიტაცია-მოწყობის შესახებ უკვე მიმდინარეობს საპროექტო სამუშაოები. მაცხოვრებლებმა ასევე დააყენეს სოფლის სასაფლაოს შემოღობვის საკითხი და ამ სასაფლაოს მიმდებარედ არსებული, უფუნქციო სპორტული მოედნის გადმოტანის საკითხი  ახალგაზრდებისთვის მისასვლელ ხელსაყრელ სხვა ადგილას სოფლის ტერიტორიაზე. სპორტული მოედნის მოსაწყობად შეურჩა ადგილი და მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ტენდერით გამოვლენილ სამსენებლო ფირმასთან უკვე გაფორმდა ხელშეკრულება და სამუშაოები დამთავრდება მიმდინარე წელს. ამ შეხვედრაზე დაისვა ორთაშენის სარწყავი არხის გაწმენდის და კალაპოტის გარკვეული მონაკვეთების გამაგრების საკითხი, აგრეთვე, გარე განათების მოწყობის საკითხი. სარწყავი არხის გაწმენდის და გამაგრების სამუშაოების ერთი ეტაპი უკვე განხორციელდა 2019 წლის სოფლის მხარდაჭერის პროგრამით, ხოლო გარე განათების კიდევ ერთი ეტაპი განხორციელდება 2020 წელს სამოქალაქო ბიუჯეტით.

            2019 წლის 21 მარტს შევხვდი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ თედოწმინდის ზემო დასახლების მოსახლეობის ერთ ნაწილს, დაახლოებით 15 ადამიანს. ამ შეხვედრაზე სოფლის მცხოვრებლებმა გამოხატეს უკმაყოფილება შიდა საუბნო გზების ცუდი მდგომარეობის შესახებ და ითხოვეს აღნიშნული მონაკვეთების მოხრეშვა, ასევე, სანიაღვრე არხების მოწყობა სულ მცირე ორ მონაკვეთზე, ვინაიდან ასეთი არხების არქონა სერიოზულ პრობლემას უქმნის სოფელს. სანიაღვრე არხების მოსაწყობად და ე. წ. „ჭაობის“ დასაშრობად უკვე ხორციელდება სამუშაოები და ეს პროექტი დამამთავრებელ სტადიაზეა. ამ შეხვედრაზევე დააყენეს გარე განათების მოწყობის საკითხი. ეს საკითხიც უკვე მოგვარებულია ძირითადად მიმდინარე წელს. მოსახლეობა ასევე აყენებს სოფლის მიმდებარედ არსებული სპორტული მოედნის რეაბილიტაციის საკითხს და საავტომობილო გზის ამ მონაკვეთებზე მოძრაობის შემზღუდველი საგზაო ნიშნების და ე.წ. „მწოლიარე პოლიციელის“ დამონაჟებას, ასევე სარკინიგზო ბაქანის და მოსაცდელის რეაბილიტაციას. არნიშნულის შესახებ ჩემს მიერ უკვე ეცნობა მუნიციპალიტეტის მერს.  მოსახლეობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრობლემაა სოფლის საჯარო სკოლის ახალი შენობის აშენების საკითხი.  მიმდინარე წელს მიწის ნაკვეთი უკვე შეირჩა, მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადდა ტენდერი აღნიშნული შენობის ასაშენებლად, გამოვლინდა გამარჟვებული ფირმა და დაწყებულია სამშენებლო სამუშაოები, რომელიც რამოდენიმე თვეში დასრულდება.

 

            იმავე დღეს - 21  მარტს, ასევე შევხვდი სოფელ თედოწმინდის ქვემო დასახლების მცხოვრებთა ნაწილს - დაახლოებით 10 ადამიანს, რომელბმაც უპირველესად ითხოვეს 2018 წელს ამ დასახლების ერთი უბნისთვის მოწყობილი სასმელი წყლის ქსელის და რეზერვუარის ფუნქციონირების დაწყების საკითხის გადაწყვეტა, ვინაიდან  გადაუჭრელი იყო ელექტროენერგიით სასმელი წყლის საქაჩი  ტუმბოს მომარაგების საკითხი. აღნიშნული პრობლემა გადაწყვეტილია და უახლოეს პერიოდში მიეწოდება მოსახლეობას სასმელი წყალი. მოსახლეობა ასევე ითხოვს მდინარე ლიახვის მიერ დაზიანებული ქვემო დასახლების მთავარი სამანქანო გზის აღდგენას და იმ საცხოვრებელი კორპუსის სახურავის შეცვლას, სადაც 12 ოჯახი  ცხოვრობს და საიდანაც 10 ოჯახი სოციალურად დაუცველია. საცხოვრებელი კორპუსის სახურავის შეცვლაზე მიღწეულია თანხმობა მუნიციპალიტეტის მერიასთან, რომ აღნიშნული საკითხის გადაწყვეტა მოხდება არარეგისტრირებულ კავშირის თანადაფინასების გზით უახლოეს პერიოდში.  სარწყავი არხის  გამაგრება - გაწმენდის და გარე განათების მოწყობას საკითხებზე ასევე განემარტა მოსახლეობას, რომ პრობლემების მოგვარებაც მოხდება 2019 წელს ადგილობრივი ბიუჯეტით, რაც უკვე განხორციელდა მიმდინარე წელს.

            2019 წლის 25 მარტს შევხვდი ქ. გორში, წმინდაწყლის დასახლებაში, ყიფიანის ქუჩის მცხოვრებლებს და გორის  #5 საჯარო სკოლის მოსწავლეების მშობლების ნაწილს  - დაახლოებით 10-12 ადამიანს. მათთან  საუბრისას გამოიკვეთა რამოდენიმე პრობლემა, რომელთა დროული მოგვარება აუცილებელია: კერძოდ, მშობლებმა და მოსახლეობამ დააყენეს ერთი საკითხი: ყიფიანის ქუჩის მხრიდან მე-5 სკოლის მიმართულებით არსებული საავტომობილო გზის გასწვრივ რამოდენიმე წლის წინ აშენებული ავტოპროფილაქტიკის გამო ამ ქუჩაზე გავლა თითქმის შეუძლებელია ქვეითად მოსიარულეებისთვისაც, ვინაიდან გზის სავალ ნაწილზე თითქმის მუდმივად გაჩერებულია ავტოპროფილაქტიკის კლიენტთა ავტომობილები, რაც დიდ დისკომფორტს უქმნის როგორც მოსწავლეებს და მათ მშობლებს, ასევე იმ უბნის მოსახლეობას. აღნიშნულის შესახებ უკვე ეცნობა მუნიციპალიტეტის მერს.

2019 წლის 26 მარტს შევხვდი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტინისხიდის ერთი უბნის  მოსახლეობის ნაწილს, დაახლოებით 10 ადამიანს, რომლებმაც თვითონ ითხოვეს შეხვედრა და სასმელი წყლის პრობლემის მოგვარებასთან ერთად, დააყენეს კიდევ ერთი პრობლემური საკითხი, კერძოდ: # 17 სამარშრუტო - სამგზავრო მიკროავტობუსი, წლების განმავლობაში,  ბოლო გაჩერებას აკეთებდა ამ უბნის ბოლოს, სადაც მოწყობილია მოსაცდელი. რამოდენიმე თვეა სამარშრუტო ტრანსპორტი უმეტესად აღარ გადადის აღნიშნულ უბანში და ქალებს, ბავშვებს, მოხუცებს ფეხით უწევთ 1 კმ - მდე მანძილის გავლა, მათ შორის -- ცუდ ამინდშიც. უბნის მცხოვრებლებმა ითხოვეს დახმარება, ვინაიდან მძღოლებთან თვითონ ვერ აგვარებენ ამ პრობლემას. აღნიშნულის შესახებ ასევე ეცნობა მუნიციპალიტეტის მერს.

2019 წლის 27 მარტს შევხვდი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტინისხიდის  კიდევ ერთი უბნის მცხოვრებთა ნაწილს, დაახლოებით 7-8 ადამიანს. შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გაჟღერდა სასმელი წყლით მომარაგების პრობლემა და დამატებით ითხოვეს, მუნიციპალიტეტის მერიის მხრიდან სოფლის სასმელი წყლის ქსელის მოწყობა-რეაბილიტაციის პროექტირებისას, გათვალისწინებულიყო აგრეთვე სასმელი წყლის არსებული რეზერვუარის სტანდარტებით დახურვის საკითხი და, ასევე, შეჩერებულიყო სოფლის სასაფლაოს ტერიტორიული გაფართოება წყლის რეზერვუარის მიმართულებით, რაც ძალიან აშფოთებს მოსახლეობას. ამ საკითხების შესახებაც  ასევე ეცნობა მუნიციპალიტეტის მერს.

2019 წლის 28 მარტს შევხვდი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ორთაშენის ქვემო  დასახლების მოსახლეობის ერთ ნაწილს, დაახლოებით 8-9 ადამიანს, რომლებმაც თვითონ ითხოვეს შეხვედრა. მათთან საუბრისას, სოფლის მცხოვრებლებმა აღნიშნეს, რომ, მართალია  სოფლის მხარდაჭერის პროგრამით მიმდინარე წელს იგეგმება როგორც სარწყავი არხის კალაპოტის გამაგრების და გაწმენდის, ისევე სოფლის საბავშვო ბაგა-ბაღამდე ქვემო დასახლებიდან საფეხმავლო გზის მოწყობა, მაგრამ ამ პროგრამით განსაზღვრული თანხა ორივე პრობლემის მოგვარებას ვერ უზრუნველყოფს. მოსახლეობამ ამ საკითხთან დაკავშირებით დამატებით აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტის მერის მხრიდან მიღებული აქვთ შეპირება, რომ საბავშვო ბაგა-ბაღამდე ქვემო დასახლებიდან საფეხმავლო გზის მოწყობისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ცალკე თანხის გამოყოფაზე. აქედან გამომდინარე, მათი აზრით, ამ პროექტისთვის ცალკე თანხის გამოყოფის შემთხვევაში, სარწყავი არხის კალაპოტის გამაგრებას და გაწმენდას სოფლის მხარდაჭერის პროგრამით განსაზღვრული მთლიანი თანხა უკვე საკმარისი იქნება და ითხოვენ ამ საკითხის დადებითად გადაწყვეტაში საკრებულოს დახმარებასაც. როგორც ზემოთ აღვნიშნე, ემ ორი საკითხიდან ერთი უკვე მოგვარებულია, ხოლო მეორე პროექტირების ეტაპზეა.

2019 წლის 1 აპრილს გორის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელთან ერთად შევხვდი სოფელ თედოწმინდის  მოსახლეობის ნაწილს, დაახლოებით 5-6  ადამიანს, რომლებთან ერთად  დავათვალიერეთ სამოქალაქო ბიუჯეტით გათვალისწინებული სოფლის შიდა გზებზე გარე განათების დამონტაჟების სამუშაოები, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული კომპანია ახორციელებდა. სამუშაოების დაწყების წინ, ადგილობრივ მაცხოვრებლებთან ერთად განვსაზღვრეთ ის ადგილები, სადაც უკეთესი იქნებოდა გარე განათების ლამპიონების დამონტაჟება. ამავე დღეს დავათვალიერეთ ის ადგილები, სადაც მოსახლეობა ითხოვდა სანიაღვრე არხების მოწყობას. როგორც ზემოთ აღვნიშნე,  ეს საკითხები მუნიციპალიტეტის მერის სამსახურებმა უკვე გაითვალისწინეს.

2019 წლის 2 აპრილს გორის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელთან ერთად  შევხვდი სოფელ ორთაშენის მცხოვრებთა ნაწილს, დაახლოებით 4-5 ადამიანს. რომლებთან ერთად  დავათვალიერეთ სამოქალაქო ბიუჯეტით გათვალისწინებული სოფლის შიდა გზებზე გარე განათების დამონტაჟების სამუშაოები, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული კომპანია ახორციელებდა. სამუშაოების დაწყების წინ, ადგილობრივ მაცხოვრებლებთან ერთად განვსაზღვრეთ ის ადგილები, სადაც უკეთესი იქნებოდა გარე განათების ლამპიონების დამონტაჟება. როგორც ზემოთ ასევე აღვნიშნე,  ეს საკითხიც  მუნიციპალიტეტის მერის სამსახურებმა უკვე გაითვალისწინეს.

2019 წლის 3 აპრილს გორის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელთან ერთად  შევხვდი  სოფლის ახალგაზრდების ნაწილს, რომლებმაც თვითონ გამოთქვეს ჩვენთან შეხვედრის სურვილი.  ახალგაზრდებმა კიდევ ერთხელ აქტიურად დააყენეს სოფლის განაპირას, მინდვრების მიმდებარედ რამდენიმე წლის წინ მოწყობილი სპორტული მოედნის გადმოტანის საკითხი სოფლის ტერიტორიაზე და მათთან ერთად დავათვალიერეთ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ის ადგილები, სადაც შესაძლოა განთავსებულიყო სპორტული მოედანი. როგორც ზემოთ აღვნიშნე,  ეს საკითხიც დადებითად გადაწყდა მუნიციპალიტეტის მერის სამსახურების მხრიდან.

2019 წლის 8 აპრილს გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარ წევრთან - ავთანდილ შოშიაშვილთან და გორის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელთან ტინისხიდის ადმინისტრაციულ ერთეულში - დავით ავაზნელთან ერთად შევხვდი სოფელ ორშაშენის მოსახლეობის ნაწილს, დაახლოებით 7-8 ადამიანს. მათთან საუბრისას კიდევ ერთხელ იქნა გამოკვეთილი ის უპირველესი პრობლემური საკითხები, რაც მოსახლეობის უმეტესობას აწუხებს, კერძოდ: სოფლის ქვემო დასახლებაში არსებული ძირითადი საავტომობილო გზის ცუდი მდგომარეობა, დამტვრეული და დასამატებელი ნაგვის ურნების პრობლემა.  იმავე დღით ასევე დავათვალიერეთ სოფლის სარწყავი არხის ის მონაკვეთები, რომლებიც აუცილებლად უნდა დამატებულიყო არხის კალაპოტის გამაგრების სამუშაოების პროექტს. როგორც აღვნიშნე,  ეს საკითხები მუნიციპალიტეტის მერის სამსახურების მხრიდან ასეცე  გაითვალისწინებულია ამ პერიოდისთვის.

2019 წლის 8 აპრილსვე  გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარ წევრთან - ავთანდილ შოშიაშვილთან და გორის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელთან ტინისხიდის ადმინისტრაციულ ერთეულში - დავით ავაზნელთან ერთად შევხვდით სოფელ თედოწმინდის ზემო დასახლების მოსახლეობის ნაწილს, დაახლოებით 4-5 ადამიანს. მათთან ერთად დავათვალიერეთ თედოწმინდის სასაფლაოს ტერიტორია, რომელიც სოფლის მხარდაჭერის პროგრამით უნდა შემოღობილიყო. აღნიშნული სამუშაოები უკვე განხორციელდა მიმდინარე წელს. ამავე შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დაისვა სოფლის შიდა გზების გასწვრივ, რამოდენიმე მონაკვეთზე სანიაღვრე არხების მოწყობის საკითხი, ასევე გაჟღერდა შიდა საუბნო გზების ცუდი მდგომარეობის შესახებ. მოსახლეობა აგრეთვე ითხოვდა მდინარე ლიახვის გადაღმა არსებულ სასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთებამდე მისასვლელი საავტომობილო გზების მოხრეშვას და ამ ნაკვეთების სარწყავი არხის გაწმენდას ტექნიკის  მეშვეობით უახლოეს პერიოდში. სანიაღვრე არხის მოწყობის სამუშაოები მთავრდება, როგორც აღვნიშნე, სარწყავი არხის კალაპოტის გამწმენდი სამუშაოები უკვე ჩატარდა და ამ ეტაპისთვის, დღის წესრიგში დგას გზების მოხრეშვის საკითხები, რის შესახებაც უკვე ეცნობა ჩემს მიერ მუნიციპალიტეტის მერს.

2019 წლის 10 აპრილს  გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარ წევრთან - ავთანდილ შოშიაშვილთან და გორის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელთან ტინისხიდის ადმინისტრაციულ ერთეულში - დავით ავაზნელთან ერთად შევხვდი სოფელ ტინისხიდის  მოსახლეობის ნაწილს, დაახლოებით 5-6  ადამიანს, რომლებთან ერთად  დავათვალიერეთ სოფლის სასაფლაომდე მისასვლელი საავტომობილო გზის მონაკვეთები, რომლებიც ცუდ მდგომარეობაშია და ასევე დაისვა სასაფლაოს შემოღობვის საკითხიც, რაც მოსახლეობის უმეტესობისთვის აუცილებალდ გადასაჭრელი პრობლემაა. ამავე დღით დავათვალიერეთ და შევარჩიეთ ადგილი ტინისხიდის ამბულატორიის ასაშენებლად. ეს პროექტი უკვე დასრულებულია და საკითხი დგას ამბულატორიის ფუნქციონირების დასაწყებად შესაბამისი ინვენტარით აღჭურვის შესახებ, რაც უახლოეს პერიოდში მოხდება.

            2019 წლის 4 აპრილს  გორის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელთან ერთად შევხვდი  სოფელ ტინისხიდის  მოსახლეობის ნაწილს, დაახლოებით 6-7  ადამიანს, რომლებთან ერთად  დავათვალიერეთ სამოქალაქო ბიუჯეტით გათვალისწინებული სოფლის შიდა გზებზე გარე განათების დამონტაჟების სამუშაოები, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული კომპანია ახორციელებდა. სამუშაოების დაწყების წინ, ადგილობრივ მაცხოვრებლებთან ერთად განვსაზღვრეთ ის ადგილები, სადაც უკეთესი იქნებოდა გარე განათების ლამპიონების დამონტაჟება. ამავე დღეს მერის წარმომადგენელთან ერთად დავათვალიერეთ ტინისხიდის საბავშვო ბაგა-ბაღის შენობის მიმდებარე ტერიტორია, სადაც საჭიროა  მოეწყოს ბაგა-ბაღისთვის საკანალიზაციო-სადრენაჟე ახალი ჭა, ვინაიდან საბავშვო ბაგა-ბაღის ადმინისტრაციის თქმით არსებული ჭა სათანადოდ ვეღარ უზრუნველყოფს საკანალიზაციო წყლების მიღება-გატარებას.   აღნიშნულის შესახებ უკვე ეცნობა მუნიციპალიტეტის მერს, ხოლო გარე განათების მოწყობის სამუშაოების 2019 წლის ეტაპი უკვე განხორციელდა.

2019 წლის 17 აპრილს გორის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელთან ტინისხიდის ადმინისტრაციულ ერთეულში - დავით ავაზნელთან ერთად შევხვდი სოფელ ორშაშენის მოსახლეობის ნაწილს, დაახლოებით 5-6 ადამიანს. მათთან ერთად დავათვალიერეთ სოფლის სარწყავი არხის ის მონაკვეთები, რომელთა გაწმენდა არ იყო გათვალისწინებული სოფლის მხარდაჭერის პროგრამის თანხებით და რომელთა გაწმენდა ტრადიციულად, ათწლეულების განმავლობაში გაზაფხულობით ხდება მოსახლეობის მონაწილეობით, ხელის სამუშაოებით, ვინაიდან ამ ადგილებში ვერ ხერხდება ტექნიკის მიყვანა. ამ შეხვედრაზევე დაიგეგმა აღნიშნული სამუშაოებისთვის ადგილობრივი მოსახლეობის მობილიზება უახლოეს დღეებში, რაც განხორციელდა კიდეც.

2019 წლის 17 აპრილსვე  გორის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელთან ტინისხიდის ადმინისტრაციულ ერთეულში - დავით ავაზნელთან ერთად შევხვდი სოფელ თედოწმინდის ქვემო დასახლების მოსახლეობის ნაწილს, დაახლოებით 3-4 ადამიანს. მათთან ერთად დავათვალიერეთ სოფლის სარწყავი არხის ის მონაკვეთები, რომელთა გაწმენდა არ იყო გათვალისწინებული სოფლის მხარდაჭერის პროგრამის თანხებით და რომელთა გაწმენდა ტრადიციულად, ათწლეულების განმავლობაში გაზაფხულობით ხდება მოსახლეობის მონაწილეობით, ხელის სამუშაოებით, ვინაიდან ამ ადგილებში ვერ ხერხდება ტექნიკის მიყვანა. ამ შეხვედრაზევე დაიგეგმა აღნიშნული სამუშაოებისთვის ადგილობრივი მოსახლეობის მობილიზება უახლოეს დღეებში, რაც ასევე განხორციელდა.

2019 წლის 18 აპრილს  გორის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელთან ტინისხიდის ადმინისტრაციულ ერთეულში - დავით ავაზნელთან ერთად შევხვდი სოფელ ტინისხიდის მოსახლეობის ნაწილს, დაახლოებით 6-7 ადამიანს. მათთან ერთად დავათვალიერეთ სოფლის სარწყავი არხის ის მონაკვეთები, რომელთა გაწმენდა არ იყო გათვალისწინებული სოფლის მხარდაჭერის პროგრამის თანხებით და რომელთა გაწმენდა ტრადიციულად, ათწლეულების განმავლობაში გაზაფხულობით ხდება მოსახლეობის მონაწილეობით, ხელის სამუშაოებით, ვინაიდან ამ ადგილებში ვერ ხერხდება ტექნიკის მიყვანა. ამ შეხვედრაზევე დაიგეგმა აღნიშნული სამუშაოებისთვის ადგილობრივი მოსახლეობის მობილიზება უახლოეს დღეებში, რაც მსგავსად ზემოთაღნიშნულისა, ასევე უკვე განხორციელდა.

2019 წლის 22 აპრილს გორის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელთან ტინისხიდის ადმინისტრაციულ ერთეულში - დავით ავაზნელთან ერთად შევხვდი სოფელ ორთაშენის მოსახლეობის ნაწილს, დაახლოებით 6-7 ადამიანს. მათთან ერთად დავათვალიერეთ სოფლის სარწყავი არხის კალაპოტის ის მონაკვეთები, რომელთა  გაწმენდა მიმდინარეობდა ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან ხელის სამუშაოებით. მოსახლეობასთან ერთად  შეირჩა ის ადგილებიც, სადაც  ანალოგიური სამუშაოები იყო ჩასატარებელი ადგილობრივი მოსახლეობის მონაწილეობით და ეს საქმიანობა მომდევნო დღეების განმავლობაში ასევე განხორციელდა.

2019 წლის მომდევნო თვეების განმავლობაში პერიოდულად ვათვალიერებდი ზემოთაღნიშნული,  და ასევე სხვა, მიმდინარე პროექტების განხორციელების  მიმდინარეობას მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ასევე აქტიურად ვარ ჩართული მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამართლებრივი აქტების მომზადება-მიღების პროცესში, როგორც საკრებულოს მუდმივმოქმედი კომისიების, ასევე ინდივიდუალური ფორმატით. 2019 წელს ვთავმჯდომარეობდი საკრებულოს ერთ სხდომას, მონაწილეობა მივიღე NDI - ს  და ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაციის ეგიით გამართულ რამოდენიმე სამუშაო შეხვედრაში, სადაც განიხილებოდა ადგილობრივი ბიუჯეტების ფორმირების პროცესის, ადგილობრივ თვითმმართველობაში მოსახლეობის ჩართულობის და სხვა სამართლებრივი ხასიათის საკითხები. ასევე, ვარ შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორთან არსებული სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს წევრი,  მიმდინარე პერიოდში დავესწარი 7 სხდომას, რომელიც ძირითადად ეხებოდა მუნიციპალიტეტში  2018 წლებში დასრულებულ და 2019 წელს მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტებს, ასევე  2014-2021 წლების შიდა ქართლის  რეგიონის განვითარების სტრატეგიის განხილვას. ჩართული ვარ მუნიციპალიტეტის მერის ინიციატივით შექმნილ სამუშაო ჯგუფებში და აქტიურად ვმონაწილეობ საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მუშაობაში.

2019 წლის განმავლობაში სისტემატიურად მიწევდა და მიწევს სამუშაო რეჟიმში მუნიციპალიტეტის საკრებულოში ვიზიტად მოსულ მოქალაქეებთან შეხვედრა როგორც საზოგადოებრივ, ასევე ინდივიდუალურ სხვადასხვა საკითხებზე.

 

 

 

Pin It

ზოგადი ინფორმაცია

 

2310,35 კმ²

ფართობი

 

123, 233

მაცხოვრებელი

 

8

სოციალური პროგრამა

 

 67 467 600 ლარი

ბიუჯეტი

საკრებულოს დეპუტატები

დავით რაზმაძე

დავით რაზმაძე

მარლენ ნადირაძე

მარლენ ნადირაძე

ბექა ლობჟანიძე

ბექა ლობჟანიძე

თამარ მურალოვა

თამარ მურალოვა

ასმათ ტალახაძე

ასმათ ტალახაძე

ლეილა მამულაშვილი

ლეილა მამულაშვილი

მერაბ მელანაშვილი

მერაბ მელანაშვილი

გიორგი გოგშელიძე

გიორგი გოგშელიძე

მანუჩარ ლაფაჩი

მანუჩარ ლაფაჩი

კობა ბერიანიძე

კობა ბერიანიძე

მიხეილ გოგინაშვილი

მიხეილ გოგინაშვილი

მიხეილ ვახტანგაშვილი

მიხეილ ვახტანგაშვილი

დავით ადუაშვილი

დავით ადუაშვილი

ნანი ოქროპირიძე

ნანი ოქროპირიძე

ივანე ნონიკაშვილი

ივანე ნონიკაშვილი

ბორის გოგიჩაიშვილი

ბორის გოგიჩაიშვილი

გიგა გელაშვილი

გიგა გელაშვილი

მამუკა ფანიაშვილი

მამუკა ფანიაშვილი

მერაბ გოხელაშვილი

მერაბ გოხელაშვილი

ბექა ქორჩილავა

ბექა ქორჩილავა

კახა ლობჟანიძე

კახა ლობჟანიძე

ანი ბალიაშვილი

ანი ბალიაშვილი

ნაზი დიდებელი

ნაზი დიდებელი

მამუკა ბაზანდარაშვილი

მამუკა ბაზანდარაშვილი

მაია ბოლაშვილი

მაია ბოლაშვილი

გივი გინტური

გივი გინტური

ქეთევან გოგიაშვილი

ქეთევან გოგიაშვილი

ჯაბა იმერლიშვილი

ჯაბა იმერლიშვილი

ნიკოლოზ კოპაძე

ნიკოლოზ კოპაძე

ნანა ლოთიშვილი

ნანა ლოთიშვილი

იოსებ მუმლაძე

იოსებ მუმლაძე

ლიანა ოქროპირიძე

ლიანა ოქროპირიძე

გიორგი სოსიაშვილი

გიორგი სოსიაშვილი

შალვა სრესელი

შალვა სრესელი

გიორგი შიოშვილი

გიორგი შიოშვილი

დავით სარალიძე

დავით სარალიძე

«
»

დამეგობრებული ქალაქები

  • 1
  • 2
  • 3

გორის მუნიციპალიტეტი

ხელმისაწვდომი ჯანდაცვა, განათლება, სოციალური პროგრამები, უსაფრთხო გარემო აი, სწორედ ესაა ჩვენი გუნდის პრიორიტეტი, რომლის შესრულებისათვისაც მაქსუმალურს გავაკეთებთ.

დავით რაზმაძე

კონტაქტი

  ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.
  +995 599 85-17-00
  სტალინის გამზირი #16

გვადევნე თვალი