2019 წლის 27 დეკემბერს 14:00 საათზე გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში ჩატარდა გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა.სხდომაზე გორის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დღის წესრიგის მიხედვით ერთი საკითხი:
„გორის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 25 დეკემბრის №89 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე” გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტი- დაამტკიცა.
საკითხი შეეხებოდა გორის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტში შესატან ცვლილებას,რომლის მიხედვითაც ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა– 1486 796 ლარი გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში აისახა.