გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მერაბ მელანაშვილის

2019 წელს იანვრიდან 1 ნოემბრამდე გაწეული საქმიანობის

ანგარიში

       2019 წლის იანვრიდან დღემდე დავესწარი გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 12 სხდომას და მონაწილეობა მივიღე 232 საკითხის განხილვაში.  17 ბიუროს სხდომას და 413 საკითხის განხილვაში მივიღე მონაწილეობა.

  გაერთიანებული ვარ  ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიულ საქართველოში“.  დავესწარი ფრაქციის 7  სხდომას და მონაწილეობა მივიღე 18 საკითხის განხილვაში. 

       ვარ ქონების მართვის, ბუნებრივი რესურსების, აგრარულ და მიწის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე დავესწარი 10 სხდომას და მონაწილეობა მივიღე 94 საკითხის განხილვაში. ასევე ვარ საფინანსო- საბიუჯეტო კომისიის წევრი. დავესწარი 9 სხდომას და მონაწილეობა მივიღე 18 საკითხის განხილვაში.

     დამატებით ვარ გორის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების  აღიარების კომისიის წევრი.

     მიმდინარე პერიოდის განმავლობაში სისტემატიურად ვხვდებოდი მოსახლეობას რა დროსაც გამოიკვეთა მთელი რიგი პრობლემები, რომლებზეც მოვახდინე რეაგირება: 

    ზემო ნიქოზი, ზემო ხვითის დამაკავშირებელ გზაზე გადმოსულია ბუჩქნარი რომელიც     ავიწროვებს გზის სავალ ნაწილს და ხელს უშლის ავტო- ტრანსპორტის მოძრაობას. ამასთანავე სოფეელ ქვემო ნიქოზში შიდა სარწყავ არხზე არსებული ბეტონის ხიდი არის ჩანგრეული, მოსახლეობას უჭირს არსებული ხიდით სარგებლობა.

     2019 წელს ნიქოზის ადმინისტრაციულ  ერთეულში სოფელ ქვემო ნიქოზში 14 000 მეტრზე მოეწყო ასფალტის საფარი და მოეწყო სკვერი. სოფელ ზემო  ნიქოზში მოეწყო შიდა საუბნო განათება. სკოლის ეზოში მოეწყო  სკვერი. ზემო ხვითი, ქვემო ხვითის მონაკვეთში მოეწყო ასფალტის საფარი. სამოქალაქო ბიუჯეტის ფარგლებში  2019 წელს  დაგეგმილია  საბავშო ბაღის გაფართოება.