გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის ზურაბ ყაჯრიშვილის

2019 წელს იანვრიდან 1 ნოემბრამდე გაწეული საქმიანობის

ანგარიში

       

   2019 წლის იანვრიდან დღემდე დავესწარი გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 12 სხდომას და მონაწილეობა მივიღე 232 საკითხის განხილვაში. ბიუროს 13 სხდომას და 299 საკითხის განხილვაში მივიღე მონაწილეობა.

  გაერთიანებული ვარ  ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიულ საქართველოში“.  დავესწარი ფრაქციის 4  სხდომას და მონაწილეობა მივიღე 7 საკითხის განხილვაში. 

     ვარ ჯანდაცვის, განათლების, სპორტის, კულტურის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე  და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის წევრი. დავესწარი ჯანდაცვის, განათლების, სპორტის, კულტურის და სოციალურ საკითხთა კომისიის 10 სხდომას და მონაწილეობა მივიღე 33 საკითხის განხილვაში. ასევე   საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის 5 სხდომას და მონაწილეობა მივიღე 11 საკითხის განხილვაში.

     მიმდინარე პერიოდში ჩემი ინიცირებით მოხდა  საპატიო მოქალაქის სახელის მინიჭება, რომელიც შეეხება გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისში მცხოვრებ ბადრი ხუციშვილს, 2008  წლის აგვისტომს ომის დროს  ჯარისკაცებზე გაწეული დახმარებისთვის.

   მიმდინარე პერიოდის განმავლობაში სისტემატიურად ვხვდებოდი მოსახლეობას რა დროსაც გამოიკვეთა მთელი რიგი პრობლემები, გამოვლენილ პობლემებზე მოვახდინე რეაგირება. ამასთან აქტიურად ვარ ჩართული მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის დაგეგმვაში და პრიორიტეტების დოკუმენტის შემუშავებაში.

   ასევე, აქტიურად ვარ  ჩართული მუნიციპალიტეტის მერის ინიციატივით შექმნილ სამუშაო ჯგუფების მუშაობაში მათ შორის: მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის სამუშაო ჯგუფში და  საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების სამუშაო  ჯგუფში.

    ვარ მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრი და ამ კუთხით აქტიურად ვთანამშრომლობ სახელმწიფო, საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან.