ხვიჩა ხიხალიშვილი

 ხვიჩა  ხიხალაშვილი                           

 

დაიბადა  ქ. გორში  1972 წლის 19 მარტს.

გორის  N 13 საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა გააგრძლა სტუ-ს ენერგეტიკის ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1995 წელს, ინჟინერ-ენერგეტიკოსის სპეციალობით.  2002-2005 წლებში სწავლობდა საქართველოს ტელე-რადიო ინსტიტუტში კინო-სარეჟისორო ფაკულტეტზე. 

2001-2005 წლებში მუშაობდა გაზეთში ,, ხვალინდელი  დღე“  ჯერ სპორტულ ჟურნალისტად, შემდეგ კომერციულ დირექტორად.

2006 წლიდან მუშაობდა სს,,ენერგო პრო ჯორჯიაში“ სხვადასხვა პოზიციაზე, ჯერ უფროსად სპეციალისტი, 2009 წლიდან კი სამხრეთ საქართველოს ფილიალის აღრიცხვის ჯგუფის უფროსად.

  2016 წლიდან აქტიურად ჩაერთო პოლიტიკურ საქმიანობაში, გახდა პარტია ,,ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო“ -ს წევრი. 2017 წლიდა არის გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, კომბინატის დასახლების მაჟორიტარი.  

ბავშვობიდან დაკავებული იყო სპორტით, კერძოდ ფეხბურთით. იყო მინი საფეხბურთო გუნდის ,,მგლები“ წევრი. ეს გუნდი რამოდენიმე გზის საქართველოს ჩემპიონი და პრიზიორი იყო. მოგვიანებით ვარჯიში გააგრძელა გორის ,,დილას“  შემადგენლობაში 2000 წლამდე  და ითამაშა საქართველოს უმალესი ლიგაშიც.

ხვიჩა ხიხალაშვილი: ,, ერთ წელზე მეტია, რაც საკრებულოს წევრი ვარ და აღმოვაჩინე, თუ რამდენი სიკეთის მოტანა შეუძლია თვითმართველობას ჩვენი მუნიციპალიტეტის მოსახლეობისთვის.

 ამ ერთი წლის მანძილზე კომბინატის ტერიტორიაზე განხორციელდა რამოდენიმე ინფრასტრუქტურული პროექტი, კერძოდ სამოქალაქო ბიუჯეტის პროგრამით  მოეწყო სკვერები, რეაბილიტაცია ჩაუტარდა სპორტულ მოედნებს, თანადაფინანსების პროექტით მოპირკეთდა და კეთილმოეწყო რამოდენიმე კორპუსის ეზო. გარდა ამისა განხორციელდა სოციალური პროექტები, რაც მნიშვნელოვანი დახმარებაა მოსახლეობისთვის

მე როგორც საკრებულოს მაჟორიტარი ძალღონეს არ დავიშურებ, რომ შემდგომ წლებში მსგავსი პროექტების განხორციელებას და გამრავალფეროვნებას შევუწყო ხელი .“

ხვიჩა ხიხალაშვილს ჰყავს მეუღლე და ორი ქალიშვილი.

Pin It

დამეგობრებული ქალაქები

  • 1
  • 2
  • 3

გორის მუნიციპალიტეტი

ხელმისაწვდომი ჯანდაცვა, განათლება, სოციალური პროგრამები, უსაფრთხო გარემო აი, სწორედ ესაა ჩვენი გუნდის პრიორიტეტი, რომლის შესრულებისათვისაც მაქსუმალურს გავაკეთებთ.

დავით რაზმაძე

კონტაქტი

  ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.
  +995 599 85-17-00
  სტალინის გამზირი #16

გვადევნე თვალი