ავთანდილ შოშიაშვილი

ავთანდილ შოშიაშვილი დაიბადა გორის რაიონის სოფელ პატარა გორიჯვარში 1958 წლის 19 დეკემბერს.

სოფელ ტინისხიდის რვაწლიანი სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა გააგრძელა სოფელ ხიდისთავის საშუალოპროფესიულ-ტექნიკურ სასწავლებელში, სადაც მიიღო ფართო პროფილის მექანიზატორს პროფესია. რის შემდეგაც სწავლა გააგრძელა გორის ნ. ბარათაშვილის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტში ფიზიკური აღზრდის  სპეციალობაზე.

სხვადასხვა დროს მუშობდა ტინისხიდის მეურნეობის დირექტორად, შიდა ქართლის სპორტის სამმართველოს უფროსად, გორის სპორტის კომიტეტის თავმჯდომარედ (2000-2003 წწ),1978 წლიდან დღემდე მუშაობს კრივის სკოლაში მწვრთნელად, ხოლო 1990 წლიდან ამავე სკოლის ხელმძღვანელია.

იგი არის საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი, ღირსების ორდენის კავალერი და საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი.

ავთანდილ შოშიაშვილი მეორე მოწვევის საკრებულოს წევრია. ის ტინისხიდის მაჟორიტარია. მისი მუშაობის მთავარის მიმართულებაა გორის უნიციპალიტეტის ინფრასტურუქტურულ განვითარებაში  და მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაში აქტიური მონაწილეობა. ამავე დროს აქტიურად მონაწილეობს მუნიციპალიტეტის სპორტული განვითარების ხელშეწყობაში.

 ავთანდილ შოშიაშვილს ჰყავს მეუღლე, ორი შვილი და ორი შვილიშვილი

 

Pin It

დამეგობრებული ქალაქები

  • 1
  • 2
  • 3

გორის მუნიციპალიტეტი

ხელმისაწვდომი ჯანდაცვა, განათლება, სოციალური პროგრამები, უსაფრთხო გარემო აი, სწორედ ესაა ჩვენი გუნდის პრიორიტეტი, რომლის შესრულებისათვისაც მაქსუმალურს გავაკეთებთ.

დავით რაზმაძე

კონტაქტი

  ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.
  +995 599 85-17-00
  სტალინის გამზირი #16

გვადევნე თვალი