დავით ადუაშვილი

დავით ადუაშვილი დაიბადა ქ. გორში 1987 წლის 13 ივლისს.

დაამთავრა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვახვრელის სკოლა.

2010 წელს მიენიჭა C კატეგორიის მწვრთვნელ-მასწავლებლის წოდება ფეხბურთში.  

2010-2013 წლებში მუშაობდა მწვრთვნელ-მასწავლებლად საფეხბურთო აკადემია „ქართლი 2010“ -ში.

2013 წლიდან 2015 წლამდე მუშაობდა ძმები არველაძეების ინიციატივით შექმნილ საქველმოქმედო პროგრამა „საფეხბურთო თერაპია“-ში მწვრთვნელ-მასწავლებლის პოზიციაზე.

2015 წლიდან დღემდე  მუშაობს გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის სპორტის განვითარების სააგენტოში აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვებთან
მწვრთვნელ-მასწავლებლად.

დავით ადუაშვილი 2017 წლიდან არის გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, ქვახვრელის მაჟორიტარი. მისი მუშაობის მთავარი მიმართულებაა თემის ინფრასტრუქტურულ განვითარებაში და მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაში აქტიური მონაწილეობა. ის მუდმივად ურთიერთობაშია მოსახლეობასთან და ზრუნავს თემის ახალგაზრდობის ჩართულობაზე სპორტის განვითარების მიმართულებით.

დავით ადუაშვილს ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.

 

 

Pin It

დამეგობრებული ქალაქები

  • 1
  • 2

გორის მუნიციპალიტეტი

ხელმისაწვდომი ჯანდაცვა, განათლება, სოციალური პროგრამები, უსაფრთხო გარემო აი, სწორედ ესაა ჩვენი გუნდის პრიორიტეტი, რომლის შესრულებისათვისაც მაქსუმალურს გავაკეთებთ.

დავით რაზმაძე

კონტაქტი

  ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.
  +995 (370) 27-29-99 
  +995 (370) 27-71-33
  სტალინის გამზირი #16

გვადევნე თვალი