დავით გუდაძე

დავით გუდაძე დაიბადა 10.03.1970 წელს ქ. გორში.

გორის N6 საშუალო სკოლის დასრულების შემდეგ სწავლა გააგრძელა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1997 წელს.

1998 წლიდან მუშაობდა სხვადასხვა ორგანიზაციაში, მათ შორის 2012-14 წლებში იყო გორის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე.

2017 წელს არჩეულია გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრად, არის გორის ცენტრის ტერიტორიული ერთეული მაჟორიტარი და საკრებულოს სივრცითი- ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე.

მინიჭებული აქვს პოლიტპატიმრის სტატუსი და მოხსენიებულია მსოფლიოს უფლებადამცველ ორგანიზაციათა ანგარიშებში (NDI, IRI, Human Rights Watch,  ნიდერლანდების სამეფოს საელჩო).

 დავით გუდაძე :  ,, ჩემი საქმე ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით მოხსენიებულია ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშებში,  ასევე 2010 წლის ამერიკის შეერთებული შტატების ანგარიშში. ჩემს საქმეში შინაარსის, ჩატარებული საგამოძიებო  და სასამართლო მოქმედებების და დანიშნული სასჯელის მიხედვით, იკვეთება არაერთი საპროცესო სისხლისსამართლებრივი დარღვევა, რის გამოც მომენიჭა პოლიტიკური პატიმრის სტატუსი“.

დავით გუდაძეს ჰყავს მეუღლე, სამი შვილი და ორი შვილიშვილი.

Pin It

დამეგობრებული ქალაქები

  • 1
  • 2

გორის მუნიციპალიტეტი

ხელმისაწვდომი ჯანდაცვა, განათლება, სოციალური პროგრამები, უსაფრთხო გარემო აი, სწორედ ესაა ჩვენი გუნდის პრიორიტეტი, რომლის შესრულებისათვისაც მაქსუმალურს გავაკეთებთ.

დავით რაზმაძე

კონტაქტი

  ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.
  +995 (370) 27-29-99 
  +995 (370) 27-71-33
  სტალინის გამზირი #16

გვადევნე თვალი