ზაქარია მებადური
დავიბადე 1956 წლის 3 აპრილს ქ. გორში. 1973 წელს დავამთავრე სოფ. შინდისის საშუალო სკოლა. 1974 წელს ჩავირიცხე საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში სამშენებლო ფაკულტეტზე.
1980 წელს დავამთავრე აღნიშნული ინსტიტუტი ინჟინერ - მშენებლის სპეციალობით.
1980 წლის 8 დეკემბრიდან 1981 წლის 9 ნოემბრამდე ვმუშაობდი № 3 ტრესტის № 76 სამშენებლო სამმართველოში ოსტატის თანამდებობაზე.
1982 წლის 22 თებერვლიდან 1990 წლის 22 იანვრამდე ვიმუშავე № 7 სპეციალიზირებულ სამშენებლო სამმართველოში სამუშაოთა მწარმოებლად.
1990 წლის 23 იანვრიდან 2008 წლის 1 იანვრამდე ვმუშაობდი ,,აგრომრეწვენერგოში“ მთავარი ინჟინრის თანამდებობაზე.
2015 წლის 5 ივლისიდან 2016 წლის 8 მარტამდე ვიმუშავე გორის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის სამსახურში მთავარ სპეციალისტად.
2017 წლის ოქტომბრიდან ვარ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი. ვარ საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნება - მრეწველების“ თავმჯდომარე.
მყავს მეუღლე, სამი შვილი და სამი შვილიშვილი.