თამარ მურალოვა

თამარ მურალოვა დაიბადა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევერაში 1965 წლის 22 მაისს.

სოფელ ძევერის საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა გააგრძელა ცხინვალის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის დაწყებითი განათლებისა და მეთოდიკის ფაკულტეტზე, შემდეგ კი ამავე ინსტიტუტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტზე.

 სხვადასხვა დროს მუშაობდა ძევერის საშუალო სკოლის პედაგოგად, გორის რაიონის გამგეობის აპარატის უფროსად, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსად, გორის მუნიციპალიტეტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის სოციალური განყოფილების უფროსად, მაჟორიტარი პარლამენტის წევრის ბიუროს უფროსად.

თამარ მურალოვა მეორე მოწვევის საკრებულოს წევრია. არჩეული იყო ფრაქცია „ქართული ოცნება-კონსერვატორების“ თავმჯდომარედ.

თამარ მურალოვას წლების განმავლობაში მიღებული გამოცდილება მნიშვნელოვნად ეხმარება თვითმმართველობაში  მუშაობისას.  მისი მუშაობის მთავარი მიზანია მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაში აქტიური მონაწილეობა, ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიზნით აქტიური მონაწილეობა პროექტების დაგეგმვაში,  მუდმივი ურთიერთობა მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან და სამოქალაქო აქტივობის გაზრდა.

თამარ მურალოვას ჰყავს ერთი შვილი და სამი შვილიშვილი.

Pin It

დამეგობრებული ქალაქები

  • 1
  • 2
  • 3

გორის მუნიციპალიტეტი

ხელმისაწვდომი ჯანდაცვა, განათლება, სოციალური პროგრამები, უსაფრთხო გარემო აი, სწორედ ესაა ჩვენი გუნდის პრიორიტეტი, რომლის შესრულებისათვისაც მაქსუმალურს გავაკეთებთ.

დავით რაზმაძე

კონტაქტი

  ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.
  +995 599 85-17-00
  სტალინის გამზირი #16

გვადევნე თვალი