მამუკა ფანიაშვილი

                                                                        მამუკა ფანიაშვილი

 

მამუკა ფანიაშვილი დაიბადა 1981 წლის 21 ნოემბერს ქ. გორში.

1999-2004 წწ სწავლობდა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში (სამართალმცოდნეობა/მაგისტრი), 2006-2008 წწ კი თბილისის სასულიერო სემინარიაში.

2000 წლიდან იყო   არასამთავრობო ორგანიზაციის „ბილიკი“ იურისტ-ტრენერი ბავშვთა უფლებების კონვენციის და სამოქალაქო სამართლის სწავლების საკითხებში. შემდეგ იყო შ.პ.ს ტექნოსერვისის გორის სერვის ცენტრის მენეჯერი, მოგვიანებით ამავე ორგანიზაციის თბილისის მომსახურების განყოფილების უფროსი. სხვადასხვა დროს მუშაობდა ს.ს ,,პოპული“ გორის  მაღაზიის  მენეჯერად,  შ.პ.ს ,,იბისი“ XL  ფორმატის მაღაზიის მენეჯერად. 2010 წლიდან მუშაობს  სს ,,სილქნეტში“, თავდაპირველად იყო თბილისის ქსელის მომსახურების  განყოფილების უფროსი,  2016 წლიდან დღემდე კი არის რეგიონული მართვის და კოორდინაციის განყოფილების უფროსი (თბილისი).

2001-2003 წლებში იყო პოლიტიკური გაერთიანება ,,ახალი მემარჯვენეების“ გორის რაიონული ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე, 2003-2008 წლებში კი გორის ორგანიზაციის თავმჯდომარე.

2007  წლიდან არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სისხლის სამართლის ადვოკატი (სერთიფიცირებული).

 

 2017 წლიდან არჩეულია გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრად.

 

არის საპროცედურო საკითხთა და ეთიკის, ასევე სივრიცთ-ტერიტორიული მოწყობის საკითხა კომისიის, ასევე მუნიციპალიტეტის გენდერული საბჭოს წევრი.

მამუკა ფანიაშვილი :   ,,ჩემი მიზანია ხელი შევუწყო მუნიციპალიტეტის და ადგილობრივი მოსახლეობის მჭიდრო თანამშრომლობას და მოქალაქეების ჩართულობით ეფექტურად გადავწყვიტოთ ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხები და პრობლემები. ასევე ხელი შევუწყოთ თვითმართველობის პრინციპების გამყარებას და გაძლიერებას გორის მუნიციპალიტეტში“.

ჰყავს მეუღლე და 1 შვილი

 

Pin It

დამეგობრებული ქალაქები

  • 1
  • 2

გორის მუნიციპალიტეტი

ხელმისაწვდომი ჯანდაცვა, განათლება, სოციალური პროგრამები, უსაფრთხო გარემო აი, სწორედ ესაა ჩვენი გუნდის პრიორიტეტი, რომლის შესრულებისათვისაც მაქსუმალურს გავაკეთებთ.

დავით რაზმაძე

კონტაქტი

  ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.
  +995 (370) 27-29-99 
  +995 (370) 27-71-33
  სტალინის გამზირი #16

გვადევნე თვალი