ჯემიკო დუდაშვილი

ჯემიკო დუდაშვილი დაიბადა 1950 წლის 12 იანვარს გორის რაიონის სოფელ ნაწრეტში. შავშვების საშუალო სკოლის დასრულების შემდეგ სწავლა გააგრძელა წინამძღვრიაანთკარის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმში, შემდეგ კი სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში მებაღეობა-მებვენახეობა-მებოსტნეობის სპეციალობით.
1988 წელს დაამთავრა სასოფლო -სამეურნეო ინსტიტუტის ასპირანტურა და დაიცვა დისერტაცია და მინიჭებული აქვს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი.
სხვადასხვა დროს მუშაობდა სკრის საცდელ სადგურში, ახრისის საკოლმეურნეობათაშორისო მევენახეობის მეურნეობაში, გორის მეხილეობის საცდელ სადგურში. 2013 წლიდან დღემდე მუშაობს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შიდა ქართლის რეგიონულ სამმართველოში მეორე კატეგორიის უფროს სპეციალისტად.
დუდაშვილი არის 18 სამეცნიერო ნაშრომის და წარმოებაში დანერგილი ერთი წინადადების ავტორი.
2017 წლიდან ჯემიკო დუდაშვილი  გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრია.
ჯემიკო დუდაშვილი: ,,ჩემი სურვილია სოფელში კულტურის სახლი გარემონტდეს და მუსიკალური სკოლის გაიხსნას, სადაც გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ ბავშვებს საშუალება ექნებათ ხელოვნებას ეზიარონ. ასევე მინდა ნადარბაზევის ტბის სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია  მოხდეს, რომელიც წლების წინ ერთ-ერთი მძლავრი სისტემა იყო და დაახლოებით 6500 ჰა ფართობს არასაწყავიანებდა, არამარტო გორის არამედ კასპის რაიონის სოფლებსაც“

ჯემიკო დუდაშვილს ჰყავს მეუღლე

Pin It

დამეგობრებული ქალაქები

  • 1
  • 2
  • 3

გორის მუნიციპალიტეტი

ხელმისაწვდომი ჯანდაცვა, განათლება, სოციალური პროგრამები, უსაფრთხო გარემო აი, სწორედ ესაა ჩვენი გუნდის პრიორიტეტი, რომლის შესრულებისათვისაც მაქსუმალურს გავაკეთებთ.

დავით რაზმაძე

კონტაქტი

  ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.
  +995 599 85-17-00
  სტალინის გამზირი #16

გვადევნე თვალი