გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სტაჟირების გავლის წესის შესაბამისად,გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესთან გასაუბრების შედეგად შერჩეულ იქნა ორი კანდიდატი: ლადო შატბერაშვილი და გვანცა ხაბელაშვილი. ახალგაზრდები საკრებულოში სტაჟიორებად მიღებულ იქნენ 2019 წლის 15 ივლისიდან 2020 წლის 16 იანვრამდე(ექვსი თვის ვადით).
  დღეს გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით რაზმაძემ საკრებულოში დეტალური სფეროს საჯარო სამართლის სტაჟირების კურსისი წარმატებით დასრულებისათვის საზეიმო ვითარებაში გადასცა სტაჟირების გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატები - გვანცა ხაბელაშვილს და ლადო შატბერაშვილს და მათ სამომავლო წარმატებები უსურვა.