დღეს გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა გაიმართა, რომელსაც ბიუროს 13 წევრი ესწრებოდა. სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხების გადანაწილება მოხდა საკრებულოს კომისიებზე განსახილველად.

📎.„გორის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 24 დეკემბრის №54 დადგენილებაშიცვლილებების შეტანის შესახებ“ დადგენილების პროექტი;

📎„გორის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში“

📎.„გორის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დადგენილების პროექტი;

📎.„გორის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა და სხვა საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრისა და გორის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დადგენილების პროექტი;

📎„გორის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ადმინისტრაციული და შესყიდვების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დადგენილების პროექტი;

📎.„გორის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის შიდა აუდიტისა და ინსპექტირების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დადგენილების პროექტი;

📎„საჯარიმო ქვითრის (ოქმის) შევსების და ჩაბარების წესის, საჯარიმო ქვითრის (ოქმის) წარმოების და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის, საჯარიმო ქვითრის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, საჯარიმო ქვითრის (ოქმის)აღრიცხვის ჟურნალის, დაბრუნებული, გაუქმებული ან გამოსაყენებლად უვარგისი საჯარიმო ქვითრის (ოქმის) ჩამოწერის აქტის და დაბრუნებული (გაუქმებული ან გამოსაყენებლად უვარგისი) საჯარიმო ქვითრის (ოქმის) აღრიცხვის ჟურნალის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 13 აპრილის №30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დადგენილების პროექტი;

📎.“გორის მუნიციპალიტეტის პროფესიული საჯარო მოხელეთა პროფესიული განვითარების 2020 წლის გეგმის დამტკიცების შესახებ” განკარგულების პროექტი;

📎.„მერების შეთანხმებაზე კლიმატისა და ენერგეტიკის თაობაზე“ გორის მუნიციპალიტეტის მიერთების შესახებ“ განკარგულების პროექტი;

📎.“საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ” გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 13 აპრილის N29 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ დადგენილების პროექტი;
📎.„გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის განათლების, კულტურული ღონისძიებების, სპორტული ღონისძიებების და ახალგაზრდული ღონისძიებების ხელშეწყობის პროექტების თანადაფინანსების პროგრამების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ დადგენილების პროექტი;

📎. „გორის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული პროექტების თანადაფინანსების პროგრამის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ დადგენილების პროექტი;
📎.„გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში პარკირების ადგილების დამტკიცების თაობაზე“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 13 აპრილის № 33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ დადგენილების პროექტი;

📎.“ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტის ფონდიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების მოწონების თაობაზე” განკარგულების პროექტი;

📎. „გორის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ” გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 10 იანვრის №3 განკარგულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე“ განკარგულების პროექტი;

📎.,,გორის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ” გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 10 იანვრის №4 განკარგულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე“ განკარგულების პროექტი;

📎.„გორის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (ს.კ. 66.45.15.172) სახელმწიფოსთვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის შესახებ“ განკარგულების პროექტი;

📎.„გორის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის (ს/კ 66.45.13.524; ფართობით 6,00 კვ.მ.) შპს „საქართველოს ფოსტისთვის“ პირდაპირი განკარგვის წესით, სარგებლობის უფლებით, იჯარის ფორმით გადაცემაზე, გორის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ“ განკარგულების პროექტი;

📎.„გორის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული და შესყიდვების სამსახურის, შესყიდვების განყოფილების 2019 წლის ანგარიში“

📎„ა(ა) იპ ,,გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოს 2019 წელს შესრულებული საქმიანობის ანგარიში“

📎.„გორის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უნებართვო საქმიანობის კონტროლის განყოფილების 2019 წლის მარტიდან 2019 წლის ბოლომდე შესრულებული სამუშაოს ანგარიში“

📎 „გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის II კვარტლის სამუშაო გეგმის შემუშავების შესახებ“

საკრებულოს კომისიების სხდომები 2 მარტს და 4 მარტს გაიმართება. სხდომები ღია და საჯაროა.