- დეტალები
- განყოფილება: სიახლეები
- გადასვლები: 606
გორის მუნიციპალიტეტის გამგებელმა დავით ონიაშვლმა მოადგილესთან ალექსი ვეშაპურთან ერთად სოფელ ატენში დასრულებული სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულა. მიმდინარე წელს ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით განხორციელდა ატენი-ხიდისთავის დამაკავშირებელი ხიდის და ატენის სიონთან ე.წ. „ფუხაანთუბანში“ არსებული ხიდის სრული რეაბილიტაცია. „ატენში ორივე ავარიული ხიდი უკვე რეაბილიტირებულია, ჩატარდა ხიდების გამაგრებითი სამუშაოები, შეიცვალა მოაჯირები, რეაბილიტირდა სავალი ნაწილი. ხიდებზე ფეხით და ავტომობილით მოძრაობა საშიშროებას აღარ წარმოადგენს მოსახლეობისთვის“ - განაცხადა გამგებლის მოადგილემ ალექსი ვეშაპურმა.
პროექტები ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მათი ჯამური ღირებულება 16 506 ლარია.
#ინსფრასტრუქტურა2017
- დეტალები
- განყოფილება: სიახლეები
- გადასვლები: 285
8 აგვისტოს ამერიკის საგანგებლო და სრულუფლებიანმა ელჩმა იან კელიმ გორის მუნიციპალიტეტის გამგებელთან დავით ონიაშვილთან ერთად შინდისის გმირების მემორიალი გვირგვინებით შეამკო და პატივი მიაგო დაღუპულთა გმირთა ხსოვნას.
„ვფიქრობ, დრო და ადგილია, რომ დავფიქრდეთ მშვიდობის ფასზე. ჩვენ ვდგავართ ამ წმინდა ადგილას, სადაც ახალგაზრდა ქართველებმა სიცოცხლე გაიღეს თქვენი თავისუფლებისათვის, მაგრამ, ვფიქრობ ჩვენი თავისუფლებისთვისაც, იმ ხალხთა თავისუფლებისათვის, რომელთაც სჯერათ, რომ ქვეყნებს აქვთ უფლება, აირჩიონ საკუთარი მომავალი, აირჩიონ საკუთარი უსაფრთხოების გზები. რამდენიმე დღის წინ ავღანეთიდან საქართველოს კიდევ ერთი გმირი, სერჟანტი ბებიაშვილი დაუბრუნდა, რომელმაც ასევე გაიღო სიცოცხლე დიდი მიზნისათვის, თუმცა ძალიან დიდ ფასად. აქვე, როგორც ამერიკის ელჩს, მსურს განვაცხადო, რომ შეერთებული შტატები ერთგული რჩება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის. ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს მხარდაჭერას მის მისწრაფებებში, შეუერთდეს ევროატლანტიკურ საზოგადოებას - ევროკავშირსა და ნატოს.“- განაცხადა ამერიკის ელჩმა შინდისი გმირების მემორიალთან.
ვიზიტის ფარგლებში იან კელი გორის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და ასოციაცია „ნაკვალევის“ ერთობლივი პროექტის „ახალგაზრდა დიპლომატთა კლუბის“ წევრებს შეხვდა. შეხვედრაზე ელჩმა ახალგაზრდებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა, ესაუბრა დიპლომატიასა და მის მნიშვნელობაზე. პროექტის მონაწილეებსა და საელჩოს წარმომადგენლებს შორის გაიმართა დისკუსია 8 აგვისტოს ომთან დაკავშირებულ საკითხებსა და ქვეყენაში მიმდინარე მნიშვნელოვან პროცესებზე.
- დეტალები
- განყოფილება: სიახლეები
- გადასვლები: 290
- დეტალები
- განყოფილება: სიახლეები
- გადასვლები: 286
ატენის ადმინისტრაციულ ერთეულში აკადემიკოს გ.ჩაფიძის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის სპეციალისტებმა მოსახლეობისათვის კარდიოლოგიური პროფილის უფასო გამოკვლევები ჩაატარეს. კარდიოლოგის კონსულტაცია, ექოკარდიოგრაფია და ელექტროკარდგიოგრმა - ეს იმ მომსახურებების ჩამონათვალია, რომლებითაც ატენის ადმინისტრაციული ერთეულის და მისი მიმდებარე სოფლების მოსახლეობიდან 167 ადამიანმა ისარგებლა.
თანამედროვე სტანდარტების აპარატურითა და პროფესიონალ ექიმთა ჯგუფის საშუალებით, მოსახლეობამ ადგილზე მიიღო ის მომსახურება, რომლის საერთო ღირებულება კლინიკებში დაახლოებით 120- დან 130 ლარამდე მერყეობს.
გ.ჩაფიძის გადუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ექიმის ბონდო მაკარაძის განაცხადებით, მსგავს ღონისძიებებს მათი მხრიდან არ ექნება ერთჯერადი ხასიათი და ისინი პერიოდულად განაგრძობენ მოსახლეობის გასინჯვებს ადგილობრივად ,,როგორც შიდა ქართლის სოფლებში,ასევე საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. აქცია „თქვენი გულისთვის“ აკადემიკოს გ.ჩაფიძის კლინიკის ინიციატივითა და გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალური უზურნველყოფის სამსახურის მხარდაჭერით ჩატარდა.
- დეტალები
- განყოფილება: სიახლეები
- გადასვლები: 275
- პროექტები და პროგრამები
- ტურიზმი
- ფოტო გალერეა
- ვიდეო გალერეა
- განცხადებების დაფა
- კითხვა-პასუხი
დოკუმენტები
ადმინისტრაციული ერთეულები
ამჟამად საიტზეა
ჩვენ გვყავს 19 სტუმარი და წევრები არ არის საიტზე