გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის საჯარო მმართველობის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის სწავლების მეორე წლის, საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის სწავლების მეოთხე წლის და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტიდან სტუდენტები გადიან პრაქტიკას გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოში.
პრაქტიკის მენტორის - აპარატის უფროსი სპეციალისტის ინგა ტარიელაშვილის ხელმძღვანელობით, თეორიულ ცოდნასთან ერთად, იღებენ პრაქტიკულ გამოცდილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი დოკუმენტების შედგენის კუთხით, ესწრებიან საკრებულოს კომისიების, ფრაქციების, საკრებულოს ბიუროსა და საკრებულოს სხდომებს.