გილოცავთ ახალი წლის შემობრძანებას!

გილოცავთ ახალი წლის შემობრძანებას!

მშვიდობის, სიკეთისა და სიყვარულის მომტანი ყოფილიყოს 2019 წელი თქვენთვის და თქვენი ოჯახებისთვის! მინდა, თითოეულ თქვენგანს გულითადად მოგილოცოთ ეს დღესასწაული!

მე კარგად მესმის, რომ  ბევრი ადამიანი ახალ წელს გაჭირვებაში ხვდება.ვისურვებდი, რომ 2019 წელი მათთვის წინსვლისა და გაძლიერების წელი ყოფილიყოს. მე მჯერა, რომ ეს ასეც იქნება.მინდა, ამ ადამიანებს განსაკუთრებულად მივულოცო ახალი წელი!  ჩემო მეგობრებო  ასევე განსაკუთრებულად მინდა  მივულოცო ახალი წელი იმ ადამიანებს, ვინც დღეს საქართველოში,  არ იმყოფება. მომავალი წელი მათი სამშობლოში დაბრუნების წელი ყოფილიყოს, ქვეყნის ხელისუფლება  ამისთვის ძალას არ დაიშურებს!

ასევე, გულითადად ვულოცავ ჩვენს ჯარისკაცებს და  ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებს, რომლებიც ამ წუთებშიც ქვეყნის ინტერესებს იცავენ და ჩვენს უსაფრთხოებაზე და მშვიდობაზე ზრუნავენ.

აღსანიშნავია, რომ 2018 წელს, ახალმა პროგრამებმა, რომლებიც სოციალური მომსახურებების, ჯანდაცვისა და მოქალაქეების მიერ შერჩეული სხვა პრიორიტეტების მიმართულებებით განვახორციელეთ, საშუალება მოგვცა, ჩვენი თანამოქალაქეების ცხოვრების დონე და პირობები, წინა წლებთან შედარებით, ნაწილობრივ გაგვეუმჯობესებინა წამოვიწყეთ სამომავლო პროექტები, რომელთა მეშვეობითაც, გორის მუნიციპალიტეტი ძალიან მალე ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით უფრო მეტად განვითარებული და კეთილმოწყობილი იქნება. ეს მხოლოდ დასაწყისია! 2019 წელს ხელისუფლება  კიდევ უფრო ეფექტური ღონისძიებების განხორციელებას გეგმავს ჩვენი თანამოქალაქეების კეთილდღეობისა და წინსვლისთვის.

მე მჯერა, რომ ხელისუფლებისა და ხალხის ერთიანობით, დასახული მიზნისკენ დაუღალავი სწრაფვით, მუხლჩაუხრელი შრომითა და ურთიერთსიყვარულით, ჩვენ შევძლებთ, რომ უკეთეს პირობებში ვიცხოვროთ. მაშინ, როცა დემოკრატიული, გამჭვირვალე, ევროპული სახელმწიფო ხელისუფლებისა და ხალხის ერთობლივი ნებაა, მოვლენები სწორედ ასე განვითარდება.

კიდევ ერთხელ გილოცავთ ყველას ახალ, 2019 წელს! გისურვებთ ბედნიერებას, ჯანმრთელობას, მშვიდობას, დღეგრძელობასა და კეთილდღეობას!

 

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე

Pin It

დამეგობრებული ქალაქები

  • 1
  • 2
  • 3

გორის მუნიციპალიტეტი

ხელმისაწვდომი ჯანდაცვა, განათლება, სოციალური პროგრამები, უსაფრთხო გარემო აი, სწორედ ესაა ჩვენი გუნდის პრიორიტეტი, რომლის შესრულებისათვისაც მაქსუმალურს გავაკეთებთ.

დავით რაზმაძე

კონტაქტი

  ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.
  +995 599 85-17-00
  სტალინის გამზირი #16

გვადევნე თვალი