მასწავლებლის ეროვნული ჯილდო

„მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ კონკურსის ერთ-ერთი ფინალისტი გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები, სოფელ ქვეშის სკოლის პედაგოგი, წარმატებული მასწავლებელი - ნათია კურტანიძე გახლავთ.

ქალბატონ ნათიას დღეს საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე და საკრებულოს წევრები შეხვდენ. შეხვედრაზე ქალბატონო ნათია წარსდგა საკრებულოს წინაშე და მადლობა გადაუხადა მათ დაინტერესებისთვის და მისი დაფასებისთვის.
ბატონმა დავითმა და საკრებულოს წევრებმა წარმატებები უსურვებს მას და გამოთქვეს იმედი 5 ოქტომბერს, მასწავლებლის მსოფლიო დღეს, ჟიურის რჩეული ნათია გახდება.

შეგახსენებთ, რომ განათლების კოალიციის ინიციატივით და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან პატრნიორობით მიმდინარე „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ კონკურსის ფარგლებში 5 ფინალისტი დასახელდა, რომელთაგან ერთ-ერთი 2019 წლის 5 ოქტომბერს მასწავლებლის მსოფლიო დღეს, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი გახდება.

„მასწავლებლის ეროვნული ჯილდო“ წარმოადგენს გლობალური კამპანიის ნაწილს, რომელიც მიზნად ისახავს წარმატებული მასწავლებლების გამოვლენას, მათ წახალისებასა და პროფესიის პოპულარიზაციას.

წარმატებებს ვუსურვებთ ქალბატონ ნათიას და ველოდებით 5 ოქტომბერს მის გამარჯვებას.

Pin It

დამეგობრებული ქალაქები

  • 1
  • 2

გორის მუნიციპალიტეტი

ხელმისაწვდომი ჯანდაცვა, განათლება, სოციალური პროგრამები, უსაფრთხო გარემო აი, სწორედ ესაა ჩვენი გუნდის პრიორიტეტი, რომლის შესრულებისათვისაც მაქსუმალურს გავაკეთებთ.

დავით რაზმაძე

კონტაქტი

  ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.
  +995 599 85-17-00 
  +995 599 85-18-30
  სტალინის გამზირი #16

გვადევნე თვალი