სოციალური დახმარების გაცემის წესი არეგულირებს გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოსახლეობისთვის ჯანდაცვის სერვისების მიწოდებას და ერთჯერადი სოციალური დახმარებების განხორციელებას, რაც ნაწილობრივ, ან საერთოდ არ არის გათვალისწინებული სახელმწიფო პროგრამებით. აღნიშნული წესის ფარგლებში ერთჯერად სოციალურ (ფულად) დახმარებას მიიღებენ 13 კატეგორიის ბენეფიციარები: სოციალურად დაუცველი სტუდენტები დასპორტსმენები, დედ-მამით ობოლი ან რეინტეგრაციაში მყოფიბავშვები, მარტოხელა მშობლები, ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ადამიანები, ვეტერანები, უხუცესები, უსინათლოები, მრავალშვილიანი, მიუსაფარი და სტიქიით დაზარალებული ოჯახები.
გორის მერია ასევე უზრუნველყოფს16 კატეგორიის ბენეფიციარებისთვის ჯანდაცვის მუნიციპალური სერვისების მიწოდებას,ერთჯერადი ფინანსურ დახმარების სახით. აღნიშნული წესის თანახმად, დახმარება განკუთვნილია იმ კატეგორიის ბენეფიციარებზე, რომელთაც სახელმწიფო პროგრამები ვერ ფარავს, ან ნაწილობრივ ეხმარება მათ. ზოგიერთი კატეგორიის ბენეფიციარის დახმარება დიფერენცირებულია სარეიტინგო სოციალური ქულების მიხედვით.
დადგენილება სოციალური დახმარების გაცემის წესის შესახებ 2019წ.