გორის მუნიციპალიტეტის მერიის ახალგაზრდული ინიციატივებისა და პროექტების თანადაფინანსებისა და ხელშეწყობის პროგრამა ითვალისწინებს შემდეგი სახის აქტივობების თანადაფინანსებას: გაცვლით პროგრამებში, კონკურსებში, იმიტირებულ აქტივობებში, შემეცნებით ბანაკებში, ტურებში სემინარებსა და ტრენინგებში, კონფერენციებსა და ფესტივალებში მონაწილეობისთვის, როგორც ქვეყნის ასევე საერთაშორისო მასშტაბით. პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ მხოლოდ გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ახალგაზრდებს.
გორის მუნიციპალიტეტის განათლების ხელშეწყობისა და თანადაფინანსების პროგრამის დამტკიცების შესახებ