
გორის მუნიციპალიტეტის მერიის ახალგაზრდული ინიციატივებისა და პროექტების თანადაფინანსებისა და ხელშეწყობის პროგრამა ითვალისწინებს შემდეგი სახის აქტივობების თანადაფინანსებას: გაცვლით პროგრამებში, კონკურსებში, იმიტირებულ აქტივობებში, შემეცნებით ბანაკებში, ტურებში სემინარებსა და ტრენინგებში, კონფერენციებსა და ფესტივალებში მონაწილეობისთვის, როგორც ქვეყნის ასევე საერთაშორისო მასშტაბით.