21 თებერვალს გორის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა

21 თებერვალს გორის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელზეც განიხილული იყო დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები:
1. გორის მუნიციპალიტეტის მერიის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის 2024 წლის სამოქმედო გეგმის განხილვა;
( მომხს: დავით რაზმაძე)
აღნიშნული გეგმა წარმოდგენილია მერის მიერ 11 მარტის საკრებულოს სხდომაზე დასამტკიცებლად და მიზნად ისახავს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების შესახებ კანონით განსაზღვრულ პირების სხვებთან თანაბარ პირობებში ყოფნას,ცხოვრების ყველა სფეროში.
2.ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტის სააგენტოს გენდერული თანასწორობის და სოციალური ჩართულობის უზრუნველყოფის 2023-2030 წლების სამოქმედო გეგმის განხილვა;
( მომხს: დავით რაზმაძე)
გეგმა შემუშავდა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით. მომზადდა დოკუმენტი, რომელმაც გაანალიზა ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტის სააგენტოს გენდერული,ადამიანური რესურსების,ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების მიმართულებები და გამოიკვლია სააგენტოს თანამშრომელთა საჭიროებები.
3.მუნიციპალიტეტში ქალთა ოთახის შექმნის თაობაზე;
( მომხს: დავით რაზმაძე)
პარლამენტის გენდერული საბჭოდან შემოსული რეკომენდაციის და ასევე,ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების პროექტის გუნდთან შეხვედრის დროს გამოიკვეთილი ფინანსური მხარდაჭერის განხილვა.
4. მარტის კვირეულის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიების შესახებ.
( მომხს: დავით რაზმაძე)
გენდერული საბჭოს წევრების მიერ მარტის კვირეულის ფარგლებში განსახორციელებელი წინადადებების წარმოდგენა.
გენდერული საბჭოს წევრებმა ყველა საკითხი დადებითად გადაწყვიტეს.

სტუმრად მიუსაფარი შინაური ცხოველების მართვის შიდა ქართლის ინტერმუნიციპალურ სააგენტოში

 

 
20 თებერვალს გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე, საკრებულოს წევრები და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციისა და მიკვლევადობის ეროვნული სისტემის (NAITS) პროექტის წარმომადგენლები, მიუსაფარი შინაური ცხოველების მართვის შიდა ქართლის ინტერმუნიციპალურ სააგენტოს ესტუმრნენ.
ვიზიტის ფარგლებში, სტუმრებმა დაათვალიერეს ინტერმუნიციპალური სააგენტო, გამოკითხვის შედეგად შეავსეს სააგენტოს შეფასების კითხვარი, სააგენტოს მენეჯმენტსა და დასაქმებულ პერსონალს გაუზიარეს საერთაშორისო პრაქტიკა სააგენტოში ცხოველების მოვლა-შენახვის, თავშესაფრის მოწყობის წესების, ცხოველთა კეთილდღეობისა და სხვა საკითხებთან დაკავშირებით.
სამომავლოდ დაგეგმილია,შინაური ბინადარი ცხოველების რეგისტრაციის ერთიანი ელექტრონული ბაზის დანერგვა, პოპულაციის მართვის სააგენტოებისთვის სტრატეგიული დოკუმენტისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება.

ინფრაქტრუქურული სამუშაოების დათვალიერება

 
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე საკრებულოს წევრებთან ერთად,
წმინდაწყლის დასახლებაში იმყოფებოდა, სადაც გვერდწითელის ქუჩის გაგრძელებაზე, ტრანსპორტის მოძრაობის განტვირთვის მიზნით,
ახალი საგზაო ინფრასტრუქტურა მოეწყობა.
სამუშაოები უკვე დაიწყო და ამ ეტაპზე გზის საფუძვლის მოწყობა ხორციელდება.
204 მეტრი გზის მშენებლობაზე 803 057 ლარი დაიხარჯება.
პროექტის მიხედვით დაგეგმილია, გზის სავალი ნაწილის, ტროტუარებისა და საგზაო მოძრაობის ნიშნების მოწყობა.

დამეგობრებული ქალაქები

  • 1
  • 2
  • 3

გორის მუნიციპალიტეტი

ხელმისაწვდომი ჯანდაცვა, განათლება, სოციალური პროგრამები, უსაფრთხო გარემო აი, სწორედ ესაა ჩვენი გუნდის პრიორიტეტი, რომლის შესრულებისათვისაც მაქსუმალურს გავაკეთებთ.

დავით რაზმაძე

კონტაქტი

  ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.
  +995 599 85-17-00
  სტალინის გამზირი #16

გვადევნე თვალი