,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილე
555 19 17 18 - ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.
დავით ადუაშვილი დაიბადა ქ. გორში 1987 წლის 13 ივლისს.
დაამთავრა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვახვრელის სკოლა.
2010 წელს მიენიჭა C კატეგორიის მწვრთვნელ-მასწავლებლის წოდება ფეხბურთში.
2010-2013 წლებში მუშაობდა მწვრთვნელ-მასწავლებლად საფეხბურთო აკადემია „ქართლი 2010“ -ში.
2013 წლიდან 2015 წლამდე მუშაობდა ძმები არველაძეების ინიციატივით შექმნილ საქველმოქმედო პროგრამა „საფეხბურთო თერაპია“-ში მწვრთვნელ-მასწავლებლის პოზიციაზე.
2015 წლიდან დღემდე მუშაობს გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის სპორტის განვითარების სააგენტოში აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვებთან
მწვრთვნელ-მასწავლებლად.
დავით ადუაშვილს ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.