ივანე ნონიკაშვილი დაიბადა ქალაქ გორში 1984 წლის 18 ივლისს.
ხიდისთავის საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა გააგრძელა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში, აღრიცხვა-აუდიტისა და სტატისტიკის ფაკულტეტზე, სტატისტიკის სპეციალობით.
2012 - 2014 წლებში მუშაობდა სოფელ ხიდისთავის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ორგანოში უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე. 2017 წლიდან კი გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრია, ხიდისთავის მაჟორიტარი.
ის მუდმივად დიალოგშია ხალხთან და მუშაობს მათი პრობლემების მოგვარებაზე. მისი მუშაობის მთავარი მიმართულებაა ხიდისთავის ინფრასტრუქტურის განვითარებაში და მოსახლეობის ეკონომიური მდგომარეობის გაუმჯობესებაში აქტიური მონაწილეობა.
ივანე ნონიკაშვილს ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.