გენდერული თანასწორობის საბჭოს მორიგი საინფორმაციო გასვლითი შეხვედრა გაიმართა სოფელ ქვახვრელში

292822093 1533502590399155 5869627031557799031 nგორის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს მიერ 2022 წლის 20 ივლისს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვახვრელში ჩატარდა მორიგი საინფორმაციო გასვლითი შეხვედრა. შეხვედრას ესწრებოდა 19 ქალი და 2 მამაკაცი, სულ 21 მონაწილე სოფლებიდან: ქვახვრელი და უფლისციხე.

გენდერული საბჭოს შეხვედრების მიზანია: მიაწოდოს მოსახლეობას ინფორმაცია ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობაზე, სახელმწიფოში არსებული მსხვერპლთათვის განკუთვნილი დაცვისა  და დახმარების მექანიზმებზე. ასევე, ქალთა განათლების, განვითარებისა და დასაქმების მნიშვნელობაზე, უფასო იურიდიული დახმარების მიღების შესაძლებლობებზე, საკრებულოს სხდომებზე და პრიორიტეტების დოკუმენტების შემუშავების პროცესში მათი ჩართულობის მნიშვნელობაზე. 

შეხვედრების მიზანია ასევე, მოსახელობის პრობლემების მოსმენა და ამ პრობლემების გადაჭრის გზებზე მსჯელობა.

 

 

 

 

 

 

 

 

292595841 5591712397514131 6421900484270562344 n

294141365 354145330226040 2841159586979275497 n

Pin It

დამეგობრებული ქალაქები

  • 1
  • 2
  • 3

გორის მუნიციპალიტეტი

ხელმისაწვდომი ჯანდაცვა, განათლება, სოციალური პროგრამები, უსაფრთხო გარემო აი, სწორედ ესაა ჩვენი გუნდის პრიორიტეტი, რომლის შესრულებისათვისაც მაქსუმალურს გავაკეთებთ.

დავით რაზმაძე

კონტაქტი

  ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.
  +995 599 85-17-00
  სტალინის გამზირი #16

გვადევნე თვალი