გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით რაზმაძემ, ევროპის ბრინჯაოს პრიზიორი ლევან დემუროვი, მისი მწვრთნელები და წარმატებული მოკრივეები მადლობის სიგელებით დააჯიდლოვა.
ბრინჯაოს მედალი ლევან დემუროვმა (54 კგ), იტალიის ქალაქ მონტესლივანოში გამართულ ჭაბუკ მოკრივეთა ევროპის ჩემპიონატზე მოიპოვა. გარდა ამისა, დემუროვი წლევანდელი წლის საქართველოს ჩემპიონია. ის გორის ავთანდილ შოშიაშვილის სახელობის კრივის სპეციალიზირებული სკოლის აღზრდილი გახლავთ. საქართველოს ჭაბუკ მოკრივეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი ჯამში 4 მედლით დაასრულა. დემუროვის ბრინჯაოს გარდა, ამ შეჯიბრებაზე მოპოვებულია კიდევ 2 ოქროს და 1 ბრინჯაოს მედალი.
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ და საკრებულოს წევრებმა, მოკრივეებს და მის მწვრთნელებს შეხვედრა მოუწყვეს,მიულოცეს წარმატება და მადლობა გადაუხადეს ევროპის ჩემპიონატზე წარმატებული ასპარეზობისათვის.