2022 წლის 18 ნოემბერს, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმის მიზანი და ამოცანებია მხარეთა საერთო ინტერესების სფეროში შემავალ აქტუალურ საკითხებზე თანამშრომლობა სასწავლო-საგანმანათლებლო, მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდაზე ორიენტირებული პროექტების განხორციელების, თუ რესურსების (მათ შორის, ინტელექტუალური) გაზიარების გზით.
აქტუალურ საკითხებზე ერთობლივი სამუშაო შეხვედრების, კონფერენციების ორგანიზება; სასწავლო-საგანმანათლებლო პროექტების განხორციელება;
პოლიტიკური თანამდებობის პირების ჩართვის უზრუნველყოფა მხარეთა მიერ ორგანიზებულ სასწავლო პროგრამებსა თუ პროექტებში და პოლიტიკური დიალოგის ფორმატის შეხვედრებში;
მხარეთა ექსპერტული და ანალიტიკური რესურსის გაზიარება;
სხვა ღონისძიებების განხორციელება მემორანდუმის ფარგლებში თანამშრომლობის მიზნების მისაღწევად.