21 თებერვალს გორის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელზეც განიხილული იყო დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები:
1. გორის მუნიციპალიტეტის მერიის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის 2024 წლის სამოქმედო გეგმის განხილვა;
( მომხს: დავით რაზმაძე)
აღნიშნული გეგმა წარმოდგენილია მერის მიერ 11 მარტის საკრებულოს სხდომაზე დასამტკიცებლად და მიზნად ისახავს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების შესახებ კანონით განსაზღვრულ პირების სხვებთან თანაბარ პირობებში ყოფნას,ცხოვრების ყველა სფეროში.
2.ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტის სააგენტოს გენდერული თანასწორობის და სოციალური ჩართულობის უზრუნველყოფის 2023-2030 წლების სამოქმედო გეგმის განხილვა;
( მომხს: დავით რაზმაძე)
გეგმა შემუშავდა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით. მომზადდა დოკუმენტი, რომელმაც გაანალიზა ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტის სააგენტოს გენდერული,ადამიანური რესურსების,ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების მიმართულებები და გამოიკვლია სააგენტოს თანამშრომელთა საჭიროებები.
3.მუნიციპალიტეტში ქალთა ოთახის შექმნის თაობაზე;
( მომხს: დავით რაზმაძე)
პარლამენტის გენდერული საბჭოდან შემოსული რეკომენდაციის და ასევე,ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების პროექტის გუნდთან შეხვედრის დროს გამოიკვეთილი ფინანსური მხარდაჭერის განხილვა.
4. მარტის კვირეულის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიების შესახებ.
( მომხს: დავით რაზმაძე)
გენდერული საბჭოს წევრების მიერ მარტის კვირეულის ფარგლებში განსახორციელებელი წინადადებების წარმოდგენა.
გენდერული საბჭოს წევრებმა ყველა საკითხი დადებითად გადაწყვიტეს.