17 ივლისს, გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე ბიუროების და საკრებულოს რიგგარეშე სხდომები გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე უძღვებოდა.
საკრებულოს წევრებმა მხარი დაუჭირეს, "გორის მუნიციპალიტეტში 2024 წელს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელი პროექტების მოწონების თაობაზე“ განკარგულების პროექტს.