შეხვედრა გენდერული თანასწორობის საბჭოს წარმომადგენლებთან

   საქართველოს სახალხო დამცველის გენდერის დეპარტამენტის წარმომადგენლები - ანა ლობჟანიძე და გვანცა ხარატიშვილი გორის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრებს შეხვდნენ.
  საუბარი გორის მუნიციპალიტეტში არსებულ გენდერულ ვითარებას შეეხო, კერძოდ ქალთა პრობლემებს და გამოწვევებს, გენდერული საბჭოს როლს ამ პრობლემების ლობირებასა და გადაჭრაში, ასევე მუნიციპალიტეტის მიერ დაგეგმილი და განხორციელებული პროექტების ანალიზს და მათ გავლენას ადგილობრივი მოსახლეობის,   განსაკუთრებით კი ქალების და მოწყვლადი ჯგუფების კეთილდღეობაზე.
   შეხვედრა გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება საქართველოში“ ფარგლებში შედგა, რომელსაც სახალხო დამცველის ოფისი ახორციელებს და აწარმოებს თვითმმართველობის ორგანოების გენდერული პოლიტიკის კვლევას ქვეყნის მასშტაბით.

Pin It

დამეგობრებული ქალაქები

  • 1
  • 2
  • 3

გორის მუნიციპალიტეტი

ხელმისაწვდომი ჯანდაცვა, განათლება, სოციალური პროგრამები, უსაფრთხო გარემო აი, სწორედ ესაა ჩვენი გუნდის პრიორიტეტი, რომლის შესრულებისათვისაც მაქსუმალურს გავაკეთებთ.

დავით რაზმაძე

კონტაქტი

  ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.
  +995 599 85-17-00
  სტალინის გამზირი #16

გვადევნე თვალი