ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის გაზრდის მიზნით გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ვებ. გვერდს (gori.mun.gov.ge) პეტიციის ღილაკი დაემატა, რომლის მეშვეობითაც გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა ჯგუფს - რეგისტრირებული ამომრჩევლების არანაკლებ 1% პროცენტს (1 120 ამომრჩეველი) უფლება აქვს წარადგინოს საკრებულოს დადგენილების პროექტი, დადგენილების პროექტის ძირითადი პრინციპები, კონკრეტული წინადადებები, ან მოთხოვნა გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე მუნიციპალიტეტისთვის (ან/და დასახლებისთვის) საერთო მნიშვნელობის პრობლემებიდან გამომდინარე საკითხების შესწავლის, განხილვისა და გადაწყვეტისა.
საკრებულოსთვის პეტიციის წარდგენა შესაძლებელია ელექტრონული ფორმით, მუნიციპალიტეტის საკრებულოს ვებ-გვერდის სპეციალური პროგრამის მეშვეობით. აქვე ნახავთ პეტიციის შევსების და წარდგენის ინსტრუქციას.
იაქტიურეთ და ჩაერთეთ ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში!