ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს. მათ აგვისტოს ომში დაღუპულთა მემორიალები გვირგვინებით შეამკეს და გარდაცვლილი გმირების სულის მოსახსენიებელ პანაშვიდსაც დაესწრნენ, რომელიც გორის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარში მეუფე ანდრიამ გადაიხადა