გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

📌12 აპრილს  11.00 საათზე გაიმართა  გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  სხდომა; 

📌სხდომა   პირბადის ტარების და უსაფრთხოების წესების დაცვით მიმდინარეობდა.

სხდომის დაწყებამდე მოხდა სხდომათა დარბაზის დეზინფექცია, საკრებულოს ყველა წევრმა და სხომაზე დამსწრე პირებმა გაიარეს თერმოსკრინინგი და ხელის სპეციალური სითხით დამუშავება.

სხდომა ჩატარდა შემდეგი  დღის წესრიგით:

  1. „გორის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 24 დეკემბრის №54 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“   დადგენილების პროექტი;

    /მომხს.ივანე კორინთელი/

  1. „გორის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის  შესრულების წლიური ანგარიშის დამტკიცების შესახებ“  განკარგულების პროექტი;

/მომხს.ივანე კორინთელი/

  1. „საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებშიგანსახორციელებელი პროექტის ფონდიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების მოწონების თაობაზე“ განკარგულების პროექტი;

/მომხს.დავით გუდაძე/

  1. „გორის მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით მიმღები პირის - ფ/პ კახაბერ ლალიაშვილისთვის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევისთვის დაკისრებული პირგასამტეხლოსგან განთავისუფლების თაობაზე, გორის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ“ განკარგულების პროექტი;

/მომხს.მარლენ ნადირაძე/

  1. „გორის მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით მიმღები პირის - ფ/პ ქეთევან ქველიძისთვის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევისთვის დაკისრებული პირგასამტეხლოსგან განთავისუფლების თაობაზე, გორის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ“ განკარგულების პროექტი;

/მომხს.მარლენ ნადირაძე/

  1. „,,გორის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ” გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 8 იანვრის №2 განკარგულებაში

ცვლილებისა და დამატების   შეტანის  თაობაზე“  განკარგულების პროექტი;

/მომხს.მერაბ მელანაშვილი/

  1. ,,გორის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ” გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 8 იანვრის №3 განკარგულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე“ განკარგულების პროექტი;

/მომხს.მერაბ მელანაშვილი/

  1. „გორის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სახელმწიფოსთვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის შესახებ“ განკარგულების პროექტი;

/მომხს.მერაბ მელანაშვილი/

  1. „გორის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, პირდაპირი განკარგვის წესით, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით, ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოსთვის სარგებლობის უფლებით გადაცემასთან დაკავშირებით თანხმობის მიცემის შესახებ“ განკარგულების პროექტი;

/მომხს.მერაბ მელანაშვილი/

  1. „გორის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პირობიანი აუქციონის ფორმით, სარგებლობის უფლებით, იჯარის  ფორმით  გადაცემაზე გორის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის  შესახებ“  განკარგულების პროექტი;

/მომხს.მერაბ მელანაშვილი/

  1. „გორის მუნიციპალიტეტის მერიასა და ლიანა იასაშვილს შორის 2019 წლის 25 ივნისს გაფორმებული №23 პრივატიზაციის ხელშეკრულების პირობის შეცვლაზე გორის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ“ განკარგულების პროექტი;

/მომხს.მერაბ მელანაშვილი/

  1. „გორის მუნიციპალიტეტის მერიასა და მამუკა ხაბაზიშვილს შორის 2019 წლის 5 დეკემბერს გაფორმებული №34 პრივატიზაციის ხელშეკრულების პირობის შეცვლაზე გორის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ“ განკარგულების პროექტი;

/მომხს.მერაბ მელანაშვილი/

  1. „ქ. გორში, მშვიდობის გამზირზე მდებარე №11 - №12 საცხოვრებელი ბინის მიმდებარედ (ბესიკის ქუჩის კვეთა) და №13 - №14 საცხოვრებელი ბინის მიმდებარედ (გრიბოედოვის ქუჩის კვეთა) „ხელოვნური უსწორმასწორობების“ განთავსების შესახებ“ განკარგულების პროექტის;

/მომხს.დავით გუდაძე/

  1. „გორის მუნიციპალიტეტში, სოფელი თორტიზის და სოფელი გარეჯვრის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე „ხელოვნური უსწორმასწორობის“ განთავსების შესახებ“ განკარგულების პროექტი;

/მომხს.დავით გუდაძე/

  1. „გორის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული და შესყიდვების სამსახურის იურიდიული განყოფილების 2020 წლიდან მიმდინარე პერიოდამდე გაწეული საქმიანობის ანგარიშის შეფასების შესახებ“ განკარგულების პროექტი;

/მომხს. მარლენ ნადირაძე/

  1. „ა (ა) იპ გორის მუნიციპალიტეტის ფეხბურთის კლუბი „გორის“ 2020 წლის ივნისიდან განვლილი პერიოდის ანგარიშის შეფასების შესახებ“ განკარგულების პროექტი;

/მომხს.ზურაბ ყაჯრიშვილი/

  1. ინფორმაცია „ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტოს, დასვენების პარკი - "ახალბაღის" 2020 წლის ივლისიდანმიმდინარე პერიოდამდე ფინანსური ანგარიშის  შესახებ“.

/მომხს.ივანე კორინთელი/

  1. „სსიპ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა მეჯვრისხევის საჯარო სკოლისათვის სახელის შეცვლის და ანა (ოლღა) სოლოღაშვილის სახელის მინიჭების შესახებ თანხმობის გაცემის თაობაზე“ განკარგულების პროექტი;

/მომხს.ზურაბ ყაჯრიშვილი/

  1. „გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მიზნით ავტობუსების (M2 და M3 კატეგორია) მოძრაობის მარშრუტების დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 13 ნოემბრის №50 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე” დადგენილების პროექტი;

/მომხს.დავით რაზმაძე/

  1. „გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში M2 და M3 კატეგორიების ავტობუსებით რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ტარიფის განსაზღვრის შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 13 ნოემბრის №49 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დადგენილების პროექტი;

/მომხს.დავით რაზმაძე/

  1. „ქალაქ გორში, კირიონ მეორის ქ. №12-ში მდებარე მე-3 შენობაზე ა(ა)იპ ,,გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს" მიერ გამოსაცხადებელ განმეორებით ელექტრონულ აუქციონზე ქონების საწყისი საპრივატიზებო საფასურის 75,3%-ით შემცირების თაობაზე“ განკარგულების პროექტი;

/მომხს. დავით რაზმაძე/

  1. „გორის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებიდან (ს.კ. 66.48.15.022) ნაწილი ფართის, პირდაპირი განკარგვის წესით, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტისთვის სარგებლობის უფლებით გადაცემასთან დაკავშირებით თანხმობის მიცემის შესახებ“ განკარგულების პროექტი;

/მომხს. დავით რაზმაძე/

  1. „გორის რაიონულ სასამართლოში გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირის დანიშვნის შესახებ“ განკარგულების პროექტი;

/მომხს. დავით რაზმაძე/

🔷საკრებულოს სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული მე-4, მე-5, მე-8, მე-13 და მე-14 საკითხები მერიამ უკან გაითხოვა, ხოლო დანარჩენი საკითხები,საკრებულოს წევრებმა,ხმათა უმრავლესობით დაამტკიცეს.

Pin It

დამეგობრებული ქალაქები

  • 1
  • 2
  • 3

გორის მუნიციპალიტეტი

ხელმისაწვდომი ჯანდაცვა, განათლება, სოციალური პროგრამები, უსაფრთხო გარემო აი, სწორედ ესაა ჩვენი გუნდის პრიორიტეტი, რომლის შესრულებისათვისაც მაქსუმალურს გავაკეთებთ.

დავით რაზმაძე

კონტაქტი

  ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.
  +995 599 85-17-00
  სტალინის გამზირი #16

გვადევნე თვალი