გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

316103097 499116742252952 7016985273439025842 n2022 წლის 18 ნოემბერს, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
🔳მემორანდუმის მიზანი და ამოცანებია მხარეთა საერთო ინტერესების სფეროში შემავალ აქტუალურ საკითხებზე თანამშრომლობა სასწავლო-საგანმანათლებლო, მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდაზე ორიენტირებული პროექტების განხორციელების, თუ რესურსების (მათ შორის, ინტელექტუალური) გაზიარების გზით.
▪️ აქტუალურ საკითხებზე ერთობლივი სამუშაო შეხვედრების, კონფერენციების ორგანიზება; სასწავლო-საგანმანათლებლო პროექტების განხორციელება;
▪️ პოლიტიკური თანამდებობის პირების ჩართვის უზრუნველყოფა მხარეთა მიერ ორგანიზებულ სასწავლო პროგრამებსა თუ პროექტებში და პოლიტიკური დიალოგის ფორმატის შეხვედრებში;
▪️ მხარეთა ექსპერტული და ანალიტიკური რესურსის გაზიარება;
▪️ სხვა ღონისძიებების განხორციელება მემორანდუმის ფარგლებში თანამშრომლობის მიზნების მისაღწევად.
315966464 499116678919625 340238777126328668 n 
 
 
 
315650587 499116732252953 6345866825675638697 n

გენდერული თანასწორობის საბჭოს საინფორმაციო გასვლითი შეხვედრა ვარიანში

314367798 491405006357459 1173583389571291461 n7 ნოემბერს გორის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს მიერ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარიანში ჩატარდა საინფორმაციო გასვლითი შეხვედრა. შეხვედრას ესწრებოდნენ ვარიანის, ახალდაბის, საქაშეთისა და ვარიანის მეურნეობის მაცხოვრებლები. საბჭოს სახელით,შეხვედრას უძღვებოდნენ გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები ლია ოქროპირიძე და ვერა ბიწაძე.

საბჭოს თანამშრომლობის ფარგლებში თან ახლდა ფსიქოლოგი, წამების მსხვერპლთა ფსიქორეაბილიტაციის ცენტრის კოორდინატორი ნინო ბალოიანი.
შეხვედრის მიზანი იყო ინფორმაციის მიწოდება გორის გენდერული თანასწორობის საბჭოს საქმიანობაზე, იმ მიმართულებებზე, რომლებზეც საბჭო იმუშავებს 2022-2024 წლების განმავლობაში.
 
314186156 491405449690748 169683029813596381 n

გორელი მხატვრის ლია მინდიაშვილის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა მოეწყო

314408034 488616833302943 7991026997358755086 n3 ნოემბერს ანა ფერაძის სახელობის გორის სამხატვრო სკოლაში, გორელი მხატვრის,ლია მინდიაშვილის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა ,,დრო ვერ წაშლის ყველაფერს’’ გაიხსნა.
 
გამოფენას ესწრებოდნენ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე, საკრებულოს წევრები და სხვა მიწვეული სტუმრები. მხატვარი ადამიანების ხასიათს, ინდივიდუალურობას და სილამაზეს პორტრეტებით წარმოადგენს.
 
სამხატვრო სკოლაში პერსონალური გამოფენა ორი კვირის მანძლზე გაგრძელდება.
 
 
314491516 488620983302528 6602428205781312327 n
314564164 488617166636243 5120599081515055051 n

დამეგობრებული ქალაქები

  • 1
  • 2
  • 3

გორის მუნიციპალიტეტი

ხელმისაწვდომი ჯანდაცვა, განათლება, სოციალური პროგრამები, უსაფრთხო გარემო აი, სწორედ ესაა ჩვენი გუნდის პრიორიტეტი, რომლის შესრულებისათვისაც მაქსუმალურს გავაკეთებთ.

დავით რაზმაძე

კონტაქტი

  ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.
  +995 599 85-17-00
  სტალინის გამზირი #16

გვადევნე თვალი