გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეღვრეკისში საოკუპაციო ხაზთან, საბავშვო ბაღი გაიხსნა

სოფელ მეღვრეკისში ბაღის შენობა მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ აშენდა.

მეღვრეკისის ბაღი ერგნეთში მცხოვრებ პატარებსაც მოემსახურება.ახალი ბაღი გორის მერის მოადგილემ თამაზ შიოშვილმა, სკოლამდელი აღზრდის სააგენტოსა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თამარ მურალოვასთან,საკრებულოს სამანდატო,საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარე ლია მამულაშვილთან, საკრებულოს წევრ ლიანა ოქროპირიძესთან ერთად გახსნა.ახალი შენობა ორსართულიანია და ყველა თანამედროვე სტანდარტს აკმაყოფილებს.
მეღვრეკისის საბავშვო ბაღი 3 ჯგუფზეა გათვლილი. ამ ეტაპზე ბაღში 70 - მდე აღსაზრდელი ირიცხება.
 
 
 

გორის კულტურისა და დასვენების პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობის პროცესი

 

25 ოქტომბერს, გორის კულტურისა და დასვენების პარკის (ახალბაღის) სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობის პროცესი, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით რაზმაძემ და საკრებულოს წევრებმა დაათვალიერეს.

 გორში კულტურისა და დასვენების პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობის პროცესი

ანონსი

27 ოქტომბერს 15.00 საათზე გაიმართება გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა;
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის სხდომები გაიმართება შემდეგი განრიგით:
 30 ოქტომბერი:
11.00 სთ - საფინანსო-საბიუჯეტო კომისია;
12.00 სთ - სივრცითი-ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისია;
15.00 სთ - ჯანდაცვის, განათლების,სპორტის, კულტურის და სოციალურ საკითხთა კომისია;
31ოქტომბერი:
12.00 სთ - ქონების მართვის, ბუნებრივი რესურსების, აგრარულ და მიწის საკითხთა კომისია;
15.00 სთ -სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისია.
2 ნოემბერს 15.00 საათზე გაიმართება გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა;
10 ნოემბერს 11.00 საათზე გაიმართება გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა;
სხდომები გაიმართება საკრებულოს ადმინისტრაციული შენობის სხდომათა დარბაზში.

დამეგობრებული ქალაქები

  • 1
  • 2
  • 3

გორის მუნიციპალიტეტი

ხელმისაწვდომი ჯანდაცვა, განათლება, სოციალური პროგრამები, უსაფრთხო გარემო აი, სწორედ ესაა ჩვენი გუნდის პრიორიტეტი, რომლის შესრულებისათვისაც მაქსუმალურს გავაკეთებთ.

დავით რაზმაძე

კონტაქტი

  ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.
  +995 599 85-17-00
  სტალინის გამზირი #16

გვადევნე თვალი