



გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით რაზმაძემ ხელი მოაწერა გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და ა(ა)იპ სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტს შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმს.
თანამშრომლობა მიზნად ისახავს მუნიციპალიტეტის დაწესებულებებისა და ორგანიზაციების თანამშრომლების, ადგილობრივი ახალგაზრდების და სხვა ადგილობრივი აქტორების ცნობიერების ამაღლებას სხვადასხვა მიმართულებით.
მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებების განხორციელებაში, ანგარიშვალდებულების, გამჭვირვალობისა და მონაწილეობითი მიდგომების დანერგვის ხელშეწყობას.
თანამშრომლობის ფარგლებში მოხდება „ბენჩმარქინგის“, როგორც შიდა შეფასების მეთოდოლოგიის მუნიციპალურ დაწესებულებებში და ორგანიზაციებში დანერგვის ხელშეწყობა.
მოქალაქეთა ჩართულობის გაძლიერების მიზნით, მონაწილეობითი ბიუჯეტირების მოდელის განვითარება და სამოქალაქო მონიტორინგის მექანიზმების დანერგვა.
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შენობაში რამოდენიმე დღის განმავლობაში გროვდებოდა უკრაინაში გასაგზავნი ჰუმანიტარული ტვირთი. შეგროვდა თბილი ტანსაცმლი, არამალფუჭებადი პროდუქტი,პირველადი მოხმარების საგნები და ჰიგიენის საშუალებები.
16 მარტს გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით რაზმაძემ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ თამარ მურალოვამ, საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარემ ლია მამულაშვილმა, ჯანდაცვის, განათლების, სპორტის, კულტურის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ გიორგი გოგშელიძემ, სივრცითი-ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარემ მანუჩარ ლაფაჩმა,საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილემ გიგა გელაშვილმა და საკრებულოს წევრებმა ტრანსპორტში ჩატვირთეს მოძმე ერის დასახმარებლად უკრაინის ქალაქ მელიტოპოლში გასაგზავნი ჰუმანიტარული ტვირთი.
აღსანიშნავია,რომ ქალაქ მელიტოპოლის მერმა, ტყვედ ჩავარდნამდე, დამეგობრებულ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს დავით რაზმაძეს ჰუმანიტარული დახმარების თხოვნით მიმართა.
#უკრაინისთვის
დავით რაზმაძე