გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
წევრის თამარ კოდოშვილის
ა ნ გ ა რ ი შ ი
გაწეული საქმიანობის შესახებ
2019 წლის 1 იანვრიდან მიმდინარე პერიოდის ჩათვლით
მოგახსენებთ,რომ 2019 წლის იანვრიდან დღემდე დავესწარი გორის მუნციპალიტეტის საკრებულოს 11 სხდომას და მონაწილეობა მივიღე 199 საკითხის განხილვაში.ასევე დავესწარი გორის მუნიციპალიტეტის ბიუროს 17 სხდომას და მონაწილეობა მივიღე 368 საკითხის განხილვაში.
გაერთიანებული ვარ ფრაქცია ,,პატრიოტები ხალხის სამსახურში“.დავესწარი ფრაქციის 10 სხდომას და მონაწილეობა მივიღე 181 საკითხის განხილვაში.
ასევე ვარ ჯანდაცვის,განათლების,სპორტის,კულტურის და სოციალურ საკითხთა კომისიის და ქონების მართვის ,ბუნებრივი რესურსების,აგრარულ და მიწის საკითხთა კომისიის წევრი. დავესწარი ჯანდაცვის,განათლების,სპორტის,კულტურის და სოციალურ საკითხთა კომისიის 10 სხდომას და მონაწილეობა მივიღე 32 საკითხის განხილვაში,ასევე დავესწარი ქონების მართვის ,ბუნებრივი რესურსების,აგრარულ და მიწის საკითხთა კომისიის 9 სხდომას და მივიღე მონაწილეობა 67 საკითხის განხილვაში.
თამარ კოდოშვილი
31.10.2019