სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარე
5 14 15 14 41 - ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.
ლეილა მამულაშვილი დაიბადა 1967 წლის 8 ივნისს ქ. სტავროპოლში. 1984 წელს დაამთავრა გორის მეცხრე საშუალო სკოლა, 1988 წელს გორის სახელმწიფო ჰუმანიტარულ-ეკონომიკური ინსტიტუტი, ხოლო 1991 წელს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურა.
ლეილა მამულაშვილი 1989 წლიდან გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობებზე: მასწავლებლად, ფაკულტეტის დეკანად, სასწავლო-სამეცნიერო დარგის პრორექტორად, საერთაშორისო ურთიერთობის სამსახურის უფროსად, საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსად. 2012 წლიდან დღემდე არის ამავე უნივერსიტეტის პროფესორი, ეკონომიკის დოქტორი.
2021 წლის 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“-ს პარტიული სიით იგი არჩეულ იქნა გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრად, ხოლო იმავე წლის დეკემბრის თვეში გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ არჩეულ იქნა სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარედ.
ლეილა მამულაშვილი არის 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის და წიგნის ავტორი. ჩართულია საფაკულტეტო და საუნივერსიტეტო კომისიებში, სამუშაო ჯგუფებში, უნივერსიტეტის ფაკულტეტის საბჭოსა და სარედაქციო კოლეგიაში.
ჰყავს მეუღლე და ორი ვაჟი.