20 სექტემბერს გორის საკრებულოს წევრები და აპარატის თანამშრომლები საარჩევნო ელექტრონულ ტექნოლოგიებს გაეცნენ. საარჩევნო სიახლეების შესახებ ამომრჩეველთა ინფორმირების ფართომასშტაბიანი კამპანიის ფარგლებში, საარჩევნო ადმინისტრაციამ სახელმწიფო სტრუქტურებიდან პირველი შეხვედრა გორის საკრებულოში გამართა.
შეხვედრა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა გახსნა და დეტალურად ისაუბრა არჩევნების მოდერნიზების, ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებისა და დანერგვის მნიშვნელობის შესახებ.
გაიმართა იმიტირებული კენჭისყრაც, საკრებულოს წარმომადგენლებმა პრაქტიკაში გამოცადეს - ვერიფიკაციისა და ხმის დათვლის აპარატების მუშაობა.