დღეს გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა გაიმართა, რომელსაც ბიუროს 11 წევრი ესწრებოდა. სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხების გადანაწილება მოხდა საკრებულოს კომისიებზე განსახილველად.
• „გორის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა და სხვა საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრისა და გორის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე” დადგენილების პროექტი;
• გორის მუნიციპალიტეტის მერიაში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობის შეზღუდვიდან გამონაკლისის დაშვების შესახებ გორის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის თაობაზე“ განკარგულების პროექტი;
• „გორის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ “ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 14 დეკემბრის №87 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დადგენილების პროექტი;
• “სსიპ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ნიქოზის საჯარო სკოლისათვის კირიონ საძაგლიშვილის სახელის მინიჭების შესახებ თანხმობის გაცემის თაობაზე” განკარგულების პროექტი
• „გორის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, პირდაპირი განკარგვის წესით, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით, ა(ა)იპ კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრისთვის სარგებლობის უფლებით გადაცემასთან დაკავშირებით თანხმობის მიცემის შესახებ“ განკარგულების პროექტი.
• „ გორის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ს/კ 66.45.17.384 ფ/პ ისაკ ელიშაყოვისთვის პ/ნ 59001020237 პირდაპირი განკარგვის წესით, სარგებლობის უფლებით, აღნაგობის ფორმით გადაცემაზე, გორის მუნიციპალიტეტის მერისთვის, თანხმობის მიცემის შესახებ“ განკარგულების პროექტი.
• “გორის მუნიციპალიტეტის ქონების, სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს/კ 66.54.10.040) პირობიანი აუქციონის წესით სარგებლობის უფლებით, იჯარის ფორმით გადაცემაზე, გორის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ” განკარგულების პროექტი;
• „გორის მუნიციპალიტეტის ქონების, ა(ა)იპ „ქალი და განვითარებისთვის“ ს/ნ 417875035 პირდაპირი განკარგვის წესით, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემაზე გორის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ“ განკარგულების პროექტი;
• ,,გორის მუნიციპალიტეტის მოძრავი ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 09 ნოემბრის №158 განკარგულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე“ განკარგულების პროექტი.
• ,,გორის მუნიციპალიტეტის მოძრავი ქონების პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 09 ნოემბრის №159 განკარგულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე“ განკარგულების პროექტი.
• ,,გორის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ” გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 09 მარტის №43 განკარგულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე” განკარგულების პროექტი;
• ,,გორის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ” გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 09 მარტის №44 განკარგულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე” განკარგულების პროექტი
• „ქ. გორში გურამიშვილის ქუჩა № 5_ის მიმდებარედ საგზაო ნიშნის 3.28 „დგომა აკრძალულია “ განთავსების თაობაზე“ განკარგულების პროექტი;
• „ქ. გორში, ჩოდრიშვილის, თამარ მეფის, დავითაშვილის და ყაზბეგის ქუჩებზე ზოგიერთი საგზაო ნიშნის განთავსების თაობაზე“ განკარგულების პროექტი;
• „ქ.გორის ქუჩებში საგზაო ნიშნების განთავსების თაობაზე“ განკარგულების პროექტი;
• „ქ.გორში ი. გოგებაშვილის ქუჩაზე საგზაო ნიშნების -„ დგომა აკრძალულია“ -ს განთავსების თაობაზე“ განკარგულების პროექტი;
ანგარიშები
• „გორის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის 2019 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში“
• „ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს, კულტურისა და ახალგაზრდობის განყოფილების 2019 წლის ფინანსური ანგარიშის მოსმენა“
• „ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს 2019 წლის ანგარიში“
• „გორის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის ინფრასტრუქტურული განვითარებისა და კეთილმოწყობის განყოფილების 2018 წლის ოქტომბრიდან 2019 წლის განვლილ პერიოდამდე გაწეული საქმიანობის ანგარიში“
• „ინფორმაცია გორის მუნიციპალიტეტში კურკოვანი და თესლოვანი ხილის მოსავლის აღების მიმდინარეობის შესახებ“
• “გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის IV კვარტლის სამუშაო გეგმის შემუშავების შესახებ”
საკრებულოს კომისიების სხდომები 2 და 3 სექტემბერს გაიმართება. სხდომები ღია და საჯაროა.