გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის ნანა ედიშერაშვილის 2019 წელს იანვრიდან 1 ნოემბრამდე გაწეული საქმიანობის ანგარიში

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის ნანა ედიშერაშვილის

2019 წელს იანვრიდან 1 ნოემბრამდე გაწეული საქმიანობის

 ანგარიში

       2019 წლის იანვრიდან დღემდე დავესწარი გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 11 სხდომას და მონაწილეობა მივიღე 245 საკითხის განხილვაში.

  გაერთიანებული ვარ  ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოში“.  დავესწარი ფრაქციის 5  სხდომას და მონაწილეობა მივიღე 16 საკითხის განხილვაში. 

       ასევე ვარ  ჯანდაცვის, განათლების, სპორტის, კულტურის და სოციალურ საკითხთა კომისიის წევრი დავესწარი 8 სხდომას და მონაწილეობა მივიღე 31 საკითხის განხილვაში.

 2019 წლის განმავლობაში პერიოდულად ვხვდებოდი ჩემს ამომრჩეველს სადაც გამოვლინდა შემდეგი პრობლემები:

  • გიორგი ბრწყინვალისა და აღმაშენებლის ქუჩის კვეთა - საბავშვო სკვერის, ატრაქციონებით და სპორტული ტრენაჟორების გაკეთება მარკეტ ,,ნიასთნ“ ან აღმაშენებლის ქუჩის ხეივანში.
  • სულხან - საბას ქ. - კვერნაკის მოედანზე არსებული სკვერის რეაბილიტაცია ზაფხულამდე სკვერში მდებარე აუზში წყლის მუდმივად მიწოდება.
  • ქ. გორი, ვერხვების დასახლება, სუხიშვილის ქ. N18,20,22 - არ მუშაობს საკანალიზაციო სისტემა და ძალიან ხშირად ფეკალიები იღვრება კორპუსების სარდაფებში. მოსახლეობამ ითხოვა თანადაფინანსების ფარგლებში აღნიშნული პრობლემების მოგვარება.
  • ქ. გორი, ვერხვების დევნილთა დასახლება - საბავშვო ბაღის ეზოს რეაბილიტაცია, კოტეჯების დათბუნების პრობლემა, ცენტრალურ ქუჩების დასუფთავება და ურნების განთავსება, სასმელი წყლის მიწოდების პრობლემა დასახლებაში
  • კვერნაკის დასახლება - ქალაქ გორის N8 საჯარო სკოლის ეზოში არსებული ღია სპორტული მოედნის რეაბილიტაცია თანადაფინანსებით. რაზმაძის ქუჩისა და თამარ მეფის ქუჩები - ამ ქუჩების კვეთის ტერიტორიის უკეთესად განათება და ვიდეოკამერების დამონტაჟება, ასევე სიჩქარის შემზღუდავი ბანერის, ნიშნის დაყენება.
  • რაზმაძის ქუჩა - დაზიანებული ასფალტის საფარის რეაბილიტაცია, ტროტუარების მოწესრიგება, წყლის გაყვანილობის პრობლემა, სასმელი წყალის პრობლემა.
  • ძმები რომელაშვილის #1 - საკანალიზაციო სისტემის გაუმართაობა, ანტისანიტარია პირველ სართულზე მიტოვებულ ფართში და მის გარშემო. ქ. გორი, ძმები რომელაშვილების ქ. N1,3,5 - სკვერში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების დაჩქარება, საკანალიზაციო გაყვანილობის პრობლემა, საკვამურების პრობლემა.
  • კვერნაკის დასახლებაში ბუხაიძისა და პეტრიაშვილის ქუჩის კვეთა და რაზმაძის ქუჩისა და ბუხაიძის ქუჩის კვეთა - ბუხაიძის ქუჩაზე სრულიად სარეაბილიტაციო და გასაკეთებელია ტროტუარები. ქუჩა მკვეთრ დაღმართზეა და წვიმის დროს ნიაღვარი გადადის ტორტუარებზე, გროვდება პეტრიაშვილის კვეთასთან და დგება ტბორი.
  • მელიქიშვილის ქუჩა - გზის მოასფალტება და სარეაბილიტაციო სამუშაოები.
  • მელიქიშვილივს ქუჩა და სუხიშვილის ქუჩის კვეთა - ქუჩის რეაბილიტაცია.
  • ქ. გორი სულხან საბას ქუჩა (მერვე სკოლის მხარეს) - ასფალტის საფარი,

ტროტუარების მოწესრიგება, სასმელი წყლის მიწოდების პრობლემა და

მრიცხველები რომლებიხც არასწორად აღრიცხავენ გადასახადს.

  • სამების ქუჩის 112-ში მცხოვრები ნინო კასრაძეს მას ოჯახს აქვს ბევრი პრობლებამა. ოჯახში ცხოვრობს ოთხი წევრი. მის მეუღლრს თამაზ კასრაძეს აქვს მძიმე ფორმის ასთმა, არის მეორე ჯგუფის ინვალიდი და ვერ მუშაობს, ესაჭიროება მუდმივად მედიკამენტები. ოჯახში ჰყავთ 83 წლის მოხუცი ქალბატონი ეთერ კასრაძე, თამაზ კასრაძის დედა, რომელსაც აქვს ონკოლოგიური პრობლემები, თუმცა აქამდე ოჯახმა ვერ შეძლო უსახსრობის გამო დასკვნების მიღება ავადმყოფზე და მისი სტაციონარში მკურნალობა, ქალბატონს ესაჭიროება სხვადასხვა ტიპის მედიკამენტები, რასაც ოჯახი ვერ უზრუნველყოფს. ორი ავდმყოფის მუდმივი დახმარების გამო ქალბატონი ნინო კასრაძე ვერ მუშაობს და ოჯახს არანაირი ფინანსური შემოსავალი არ გააჩნია. ოჯახის მეოთხე წევრია ნანა კასრაძე, ნინო კასრაძის ქალიშვილი. გოგონამ წარჩინებით დაამთავრა სსიპ გორის N8 საჯარო სკოლა, შემდეგ გორის უნივერსიტეტი და 2019 წლის ივლისში თსუ-ს პოლიტოლოგიის მიმართულების მაგისტრატურა. ამის გამო სოც სამსახურმა იოჯახს მოუხსნა დახმარება, გოგონა უმუშევარია. ოჯახს კიდევ ერთი სხვა პრობლემაც დაემატა, 2019 წლის 12 ივლისს ღამის საათებში გორში ძლიერი ჭექა-ქუხილის დროს მათ სახლს მეხი დაეცა დააზიანა სახლის სახურავიც და ოთახების ჭერი, წყალი წვიმის დროს ჩადის ოთახებში, ქალბატონი ნინო კასრაძე ითხოვს სასწრაფო რეაგირებას-დახმარებას, ქალბატონი ითხოვს რომ თუკი მოუხსნეს შვილის გამო დახმარება მაშინ დაასაქმონ რომ შემოსავალი მას მაინც ჰქონდეს.
  • ქ. გორში სუხიშვილის ქ. N49 - ში მცხოვრებ ლია მექვაბიშვილს ჰყავს ახლადშეძენილი გოგონა 1 წლის, რომელსაც აქვს დაუნის სინდრომი. მიმდინარე წელს მათ ისარგებლეს მუნიციპალური პროგრამით და მიიღეს 500 ლარიანი დაფინანსება, ბავშვს ასევე ეკუთვნის 500 ლარის ფარგლებში მკურნალობის ანაზღაურება. გოგონას გამუდმებით ესაჭიროება მკურნალობა , მასაჟის კურსები, მათ ისარგებლეს მხოლოდ ერთხელ 175 ლარის ოდენობის ფარგლებში. მოქალაქე ლია მექვაბიშვილი ამბობს , რომ მას უარი უთხრეს დარჩენილი თანხის გამოყენებაზე, რაც მის შვილს ძალიან ესაჭიროება და ითხოვს დახმარებას
  • ქ. გორი, კვერნაკის დასახლება, შევჩენკოს ქუჩა - ჩიხში დასამატებელია განათების ბოძი შესაბამისი განათებით, ნაგვის ურნები.
  • სსიპ ქალაქ გორის N8 საჯარო სკოლა - დაკარგულია სკოლის უკანა ეზოში არსებული საკანალიზაციო ჭის თავსახური. ჭა ემსახურება კვერნაკის დასახლებას და საჭიროა დროულად მოხდეს მისი აღდგენა. მოცემული პრობლემა საფრთხეს უქმნის მოსწავლეებს და მოსახლეობას.
  • რაზმაძის ქ. N35 - ჯულიეტა პოღოსიანის პრობლემა - ჰყავს მეუღლე და 9 წლის ვაჟი. ბავშვი სპეც საჭიროების მოსწავლეა და სწავლობს სსიპ გორის N8 საჯარო სკოლაში. ჯულიეტას წელიწადზე მეტია, რაც გარდაეცვალა ძმა რომელიც ოჯახს იფარებდა და ეხმარებოდა, ჰქონდა სოციალური დახმარება. გარდაცვალების შემდეგ ჯულიეტას მოუხსნეს სოციალური დახმარება. ოჯახის წევრები არ მუშაობენ და დარჩნენ ყოველგვარი დახმარების გარეშე. უკიდურეს გაჭირვებაში. ხშირ შემთხვევაში საკვებიც კი არ აქვთ, რომ შვილი გამოკვებონ, ისინი ითხოვენ დახმარებას საკვებით, საცხოვრისით.

 

ზემოთაღნიშნული პრობლემების ნაწილი მოგვარებულ იქნა, ნაწილი აისახება მუნიციპალიტეტის 2010 წლის ბიუჯეტში.

 

Pin It

დამეგობრებული ქალაქები

  • 1
  • 2
  • 3

გორის მუნიციპალიტეტი

ხელმისაწვდომი ჯანდაცვა, განათლება, სოციალური პროგრამები, უსაფრთხო გარემო აი, სწორედ ესაა ჩვენი გუნდის პრიორიტეტი, რომლის შესრულებისათვისაც მაქსუმალურს გავაკეთებთ.

დავით რაზმაძე

კონტაქტი

  ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.
  +995 599 85-17-00
  სტალინის გამზირი #16

გვადევნე თვალი