გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის კახაბერ ედიშერაშვილის ა ნ გ ა რ ი შ ი გაწეული საქმიანობის შესახებ 2019 წლის 1 იანვრიდან მიმდინარე პერიოდის ჩათვლით

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

წევრის კახაბერ ედიშერაშვილის

ა ნ გ ა რ ი შ ი

გაწეული საქმიანობის შესახებ

2019 წლის 1 იანვრიდან მიმდინარე პერიოდის ჩათვლით

 

 

  მოგახსენებთ,რომ 2019 წლის იანვრიდან დღემდე დავესწარი  გორის მუნციპალიტეტის საკრებულოს  13 სხდომას და მონაწილეობა მივიღე 250 საკითხის განხილვაში.

 გაერთიანებული ვარ  ფრაქცია ,,პატრიოტები ხალხის სამსახურში“ .დავესწარი ფრაქციის 10 სხდომას და მონაწილეობა მივიღე 181 საკითხის განხილვაში.

 ასევე ვარ   ქონების მართვის ,ბუნებრივი რესურსების,აგრარულ და მიწის საკითხთა კომისიის  და სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიის წევრი.დავესწარიქონების მართვის ,ბუნებრივი რესურსების,აგრარულ და მიწის საკითხთა კომისიის    9 სხდომას და მივიღე მონაწილეობა 79 საკითხის განხილვაში,ასევე დავესწარი სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიის 10 სხდომას და მონაწილეობა მივიღე 37 საკითხის განხილვაში.

2019 წლის განმავლობაში პერიოდულად ვხვდებოდი ჩემს ამომრჩეველს სადაც გამოვლინდა შემდეგი პრობლემები:

  • სოფელი თერგვისი - სოფელში გამავალ არხს ზემოთ მოსახლეობის სასმელი წყლით უზრუნველყოფა, შიდა საუბნო გზების მოხრეშვა და მინი სტადიონზე ხელოვნური საფარის მოწყობა, ცენტრალური გზის მოასფალტება, სასმელი და სარწყავი წყლის მოგვარება, ჯებირის გაკეთება სოფელში მიმავალ არხზე, ბუნებრივი აირის ჩართვა.
  • სოფელი ტირძნისი - სასმელი წყლის პრობლემა, (წყალი გრაფიკითაა მარა ყველას არ მიეწოდება), საუბნო და ნაკვეთებამდე მისასვლელი გზების მოწესრიგება, სასმელი წყლის მრიცხველების დმონტაჟება, ხმიადაანთ უბანში ჭაბურღილის დადგმა, ამონგრეული ბოგირის გაკეთება, ჩახერგილი გზის გასუფთავება.
  • სოფელი ბროწლეთი - რიტუალების სახლის შენობის სახურავის გამოცვლა, ერთ- ერთ უბანში სასმელი წყლის მილების გამოცვლა და წყლის მრიცხველების დაყენება, სასმელი წყლის პრობლემა, შიდა სუბნო გზების მოხრეშვა, გარე განათების დამატება, ნაგვის ურნების დამატება, ციხის ნანგრევების გასუფთავება - მოწესრიგება.
  • სოფელი მეღვრეკისი - სასაფლაოზე ცარიელი მიწა აღარ არის და საჭიროა ტერიტორიის გამოყოფა,  ნაგვის ურნების დამატება, მინი სტადიონის გაკეთება, გარე განათების დამატება, სტადიონის შემოღობვა, საბვშვო ბაღის აშენება.
  • სოფელი ერგნეთი - სასმელი წყლის მრიცხველების დაყენება, შიდა გზების მოხრეშვა, საბავშვო სკვერის მოწყობა, სოფლის მკვიდრი ნუგზარ ჯოხაძე ითხოვს ომის დროს დანგრეული სახლის კედლის აშენება-აღდგენას, საბავშვო ბაღის აშენება, სასმელი კანალიზაციის მოწყობა, სტადიონის შემოღობვა.

 

 

კახაბერ ედიშერაშვილი

31.10.2019

 

Pin It

დამეგობრებული ქალაქები

  • 1
  • 2
  • 3

გორის მუნიციპალიტეტი

ხელმისაწვდომი ჯანდაცვა, განათლება, სოციალური პროგრამები, უსაფრთხო გარემო აი, სწორედ ესაა ჩვენი გუნდის პრიორიტეტი, რომლის შესრულებისათვისაც მაქსუმალურს გავაკეთებთ.

დავით რაზმაძე

კონტაქტი

  ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.
  +995 599 85-17-00
  სტალინის გამზირი #16

გვადევნე თვალი