გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მიხეილ ვახტანგაშვილის
2019 წელს იანვრიდან 1 ნოემბრამდე გაწეული საქმიანობის
ანგარიში
2019 წლის იანვრიდან დღემდე დავესწარი გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 7 სხდომას და მონაწილეობა მივიღე 116 საკითხის განხილვაში.
გაერთიანებული ვარ ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოში“. დავესწარი ფრაქციის 7 სხდომას და მონაწილეობა მივიღე 18 საკითხის განხილვაში.
ასევე ვარ საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის და სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიის წევრი. დავესწარი საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის 6 სხდომას, მონაწილეობა მივიღე 13 საკითხის განხილვაში. დავესწარი სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიის 3 სხდომას მონაწილეობა მივიღე 10 საკითხის განხილვაში.
ჩემი ინიციატივით სოფელ ტყვიავში მდებარე უსახელო გეოგრაფიული ობიექტის - ქუჩისთვის ერედვის სახელის დარქმევის თაობაზე განკარგულების პროექტი, მიღებულია საკრებულოს მიერ;
2019 წლის განმავლობაში პერიოდულად ვხვდებოდი ჩემს ამომრჩეველს სადაც გამოვლინდა შემდეგი პრობლემები:
- შავშვების დევნილთა დასახლება - სანიაღვრე არხების შეკეთება, ბაღებში გაიჭრას სამანქანო გზა.
- ვერხვების დევნილთა დასახლება - მიმდებარე ტერიტორიაზე გამოეყოთ რამდენიმე კვადრატული მეტრი სასაფლაოებისთვის, კოტეჯების დათბუნება, დასალევი წყალი საჭიროებს კონტროლს, იყენებენ სარწყავად და მოსახლეობის დიდი ნაწილი წყლის გარეშეა დარჩენილი მთელი დღის განმავლობაში.
- კარალეთის დევნილთა დასახლება - შიდა გზების მოწესრიგება და სანიაღვრე არხების გაწმენდა, მინი სტადიონის რეაბილიტაცია,
- სოფელი ნიქოზი - სარწყავი არხის გაწმენდა.
- ხურვალეთის დევნილთა დასახლება - სასმელი წყლის შეკეთება, ,,მინი“ სტადიონის რეაბილიტაცია, სარწყავი წყლის სისტემის მოწესრიგება.
- სოფელი ერგნეთი - შიდა გზების მოწესრიგება და მოხრეშვა, ბაღებში მისასვლელი გზის შეკეთება,რისთვისაც საჭიროა:4 ცალი 300-3მ ტრუბა და რამდენმე მანქანა40 გრავილი.
- წმ.წყლის დევნილთა დასახლება - მარკეტ ,,ჯიბე“-ს მიმდებარე ტერიტორიაზე დაზიანებული კანალიზაცის შეკეთება,
- სოფ.ტყვიავი - საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე ჭადრის გადაჭრა.
- ძმები რომელაშვილების ქუჩა - ქუჩის დასასრულში გროვდება წყლის ნაკადის დიდი რაოდენობა, რომელიც ტბორავს საცხოვრებელ სახლებს და ბაღებს. საჭიროა სანიაღვრე არხების გაწმენდა.
- ქ გორი მეჯვრისხევის ქუჩა -- მე-2 საბავშო ბაგა-ბაღში დაზიანებული კედლების აღდგენა.
- ელექტროფიკაციის დასახლება - მინი სტადიონის შეკეთება.
ზემოთაღნიშნული პრობლემების ნაწილი მოგვარებულ იქნა, ნაწილი აისახება მუნიციპალიტეტის 2010 წლის ბიუჯეტში.