გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
წევრის იოსებ მუმლაძის
ა ნ გ ა რ ი შ ი
გაწეული საქმიანობის შესახებ
2019 წლის 1 იანვრიდან მიმდინარე პერიოდის ჩათვლით
მოგახსენებთ რომ 2019 წლის იანვრიდან მიმდინარე პერიოდის ჩათბლით დავესწარი გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 4 სხდომას და მონაწილეობა მივიღე 107 საკითხის განხილვაში.
გაერთიანებული ვარ ფრაქცია,, ქართული ოცნება-კონსერვატორებში“ . დავესწარი ფრაქციის 7 სხდომას და მონაწილეობა მიივიღე 133 საკითხის განხილვაში.
ასევე ვარ სამანდატო,საპროცედურო და ეთიკის საკითხთა კომისიის და ქონების მართვის,ბუნებრივი რესურსების,აგრარულ და მიწის საკითხთა კომიის წევრი. დავესწარი სამანდატო,საპროცედურო და ეთიკის საკითხთა კომისიის 5 სხდომას და მონაწილეობა მივიღე 15 საკითხის განხილვაში და ასევე დავესწარი ქონების მართვის,ბუნებრივი რესურსების,აგრარულ და მიწის საკითხთა კომიის 5 სხდომას და მონაწილეობა მივიღე 37 საკითხის განხილვაში.
2019 წლის განმავლობაში პერიოდულად ვხვდებოდი ჩემს ამომრჩეველს სადაც გამოვლინდა შემდეგი პრობლემები:
- სოფელი ძევერა - სასმელი წყლის პრობლემა თითქმის მთელ სოფელში, შიდა საუბნო და ნაკვეთებამდე მისასვლელი გზების მოხრეშვა-მოპირკეთება, სოფლის ცენტრში არსებული სკვერის მოწყობა, სარემონტოა საბავშვო ბაღის ეზო და მთლიანად არის მოსაწყობი და გარეთა ფასადი შესაღები.
- სოფელი ქიწნისი - თერგის უბანში არის სასმელი წყლის პროექტი, ხოლო სხვა უბნებში არ არის ეს პროექტი და არის პრობლემა, საჭიროა შიდა საუბნო გზების მოხრეშვა - მოპირკეთება, ხელოვნურსაფარიანი მოედნის მოწყობა, ნაკვეთებამდე მისასვლელი გზების პრობლემა, რომელიც წვიმის პერიოდში თითქმის გაუვალი ხდება,- სასმელი წყლის მოგვარება მთლიან სოფელში, დაქსელვა და მრიცხველების დაყენება, საჭიდაო დარბაზის გაკეთება, საბავშვო ბაღის შენობაში ბუნებრივი აირის შეყვანა და ეზოს კეთილმოწყობა, სათამაშოების დამატება.
- სოფელი სათემო - შიდა გზების მოპირკეთება-მოასფალტება, სპორტული მოედნის მოწყობა, ნაკვეთებამდე მისასვლელი გზების მოხრეშვა-მოპირკეთება
- სოფელი შერთული - ნაკვეთებამდე მისასვლელი გზების პრობლემა, სასმელი წყლის გაკეთება და გამრიცხველიანება, შიდა საუბნო გზების მოპირკეთება.
- ქიწნისის მეურნეობა - მოსაწესრიგებელია როგორც ცენტრალური, ისე შიდა საუბნო გზები.
იოსებ მუმლაძე.
31.10.2019