საკრებულოს მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიში

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით რაზმაძემ  საკრებულოს მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა დღეს საზოგადოებასა გორის დემოკრატიის სკოლაში. ღონისძიება EECMD-ის ინიციატივით და ორგანიზებით მოეწყო და მას საკრებულოს თანამდებობის პირებთან ერთად, გორის დემოკრატიის  სკოლის კურსდამთავრებულები, არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიის და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ანგარიშის მოსმენის შემდეგ საკრებულოს წევრებმა აუდიტორიის შეკითხვებს უპასუხეს და მათი რეკომენდაციებიც მოისმინეს. საკრებულოს და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შორის მორიგი შეხვედრა წლის ბოლოსთვის დაიგეგმა  არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შეთავაზებული ფორმატის ფარგლებში

საკრებულოს სხდომა. 12 ივლისი

12 ივლისს 11:00 სთ-ზე ჩატარდა გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა.სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებულ მე-19 საკითხს, საკრებულოს წევრთა ხმათა უმრავლესობამ მხარი არ დაუჭირა,ორი საკითხი ინფორმაციის სახით მოისმინეს, ხოლო დანარჩენ საკითხებზე მიღებული იქნა შესაბამისი სამართლებრივი აქტები.

საკრებულოს ბიუროს სხდომა. 4 ივლისი

 

 

4 ივლისს 15:00 სთ-ზე გაიმართა გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა ბიურომ ინიცირების ავტორების თხოვნით მე-6 და მე-9 საკითხები არ შეიტანა საკრებულოს სხდომის დღის წესრიგში.
აღნიშნულმა ბიურომ დადგინა 2019 წლის 12ივლისის საკრებულოს სხდომის დღის წესრიგი.
საკრებულოს მორიგი სხდომა 12 ივლისს გაიმართება.

 

 

დამეგობრებული ქალაქები

  • 1
  • 2
  • 3

გორის მუნიციპალიტეტი

ხელმისაწვდომი ჯანდაცვა, განათლება, სოციალური პროგრამები, უსაფრთხო გარემო აი, სწორედ ესაა ჩვენი გუნდის პრიორიტეტი, რომლის შესრულებისათვისაც მაქსუმალურს გავაკეთებთ.

დავით რაზმაძე

კონტაქტი

  ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.
  +995 599 85-17-00
  სტალინის გამზირი #16

გვადევნე თვალი