გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგით სხდომაზე საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 24 საკითხი განიხილეს. საკრებულოს დღევანდელ სხდომას 34 საკრებულოს წევრი ესწრებოდა. მათმა უმრავლესობამ 19 საკითხს მხარი დაუჭირა, 3 საკითხი შეეხებოდა ანგარიშებს და დადებითად შეაფასა, ხოლო 2 საკითხზე მოისმინა ინფორმაცია.
საკრებულოს სხდომაზე გორის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის ინფრასტრუქტურული განვითარებისა და კეთილმოწყობის განყოფილების მიერ წარმოდგენილი ანგარიშის მიხედვით. გორის მუნიციპალიტეტში, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა და მიმდინარეობს 17 ინფრასტრუქტურული პროექტი, ჯამური ღირებულებით: 13 268 868 ლარი, მათ შორის 10 484 918 ლარი ცენტრალური ბიუჯეტიდან და 2 783 950 ლარი ადგილობრივი ბიუჯეტიდან.ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით 2019 წელს განხორციელდა და ხორციელდება 8 250 100 ლარის სამუშაოები, მათ შორის სამოქალაქო ბიუჯეტით 2 514 170 ლარის სამუშაოები.
დღის წესრიგის საკითხები ეხებოდა მუნიციპალიტეტის ქონების იჯარის ფორმით გადაცემას, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის და გეგმის დამტკიცებას, ასევე გორის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებებს და სხვა.
მასწავლებლის ეროვნული ჯილდო
„მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ კონკურსის ერთ-ერთი ფინალისტი გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები, სოფელ ქვეშის სკოლის პედაგოგი, წარმატებული მასწავლებელი - ნათია კურტანიძე გახლავთ.
ქალბატონ ნათიას დღეს საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე და საკრებულოს წევრები შეხვდენ. შეხვედრაზე ქალბატონო ნათია წარსდგა საკრებულოს წინაშე და მადლობა გადაუხადა მათ დაინტერესებისთვის და მისი დაფასებისთვის.
ბატონმა დავითმა და საკრებულოს წევრებმა წარმატებები უსურვებს მას და გამოთქვეს იმედი 5 ოქტომბერს, მასწავლებლის მსოფლიო დღეს, ჟიურის რჩეული ნათია გახდება.
შეგახსენებთ, რომ განათლების კოალიციის ინიციატივით და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან პატრნიორობით მიმდინარე „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ კონკურსის ფარგლებში 5 ფინალისტი დასახელდა, რომელთაგან ერთ-ერთი 2019 წლის 5 ოქტომბერს მასწავლებლის მსოფლიო დღეს, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი გახდება.
„მასწავლებლის ეროვნული ჯილდო“ წარმოადგენს გლობალური კამპანიის ნაწილს, რომელიც მიზნად ისახავს წარმატებული მასწავლებლების გამოვლენას, მათ წახალისებასა და პროფესიის პოპულარიზაციას.
წარმატებებს ვუსურვებთ ქალბატონ ნათიას და ველოდებით 5 ოქტომბერს მის გამარჯვებას.
ბიუროს სხდომა. 5 სექტემბერი
დღეს გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა გაიმართა, რომელსაც ბიუროს 10 წევრი ესწრებოდა. ბიუროს წევრებმა საკრებულოს მორიგ სხდომაზე განსახილველ საკითხებზე იმსჯელეს და მათ რიგითობას და მომხსენებლის განსაზღვრას დაუჭირეს მხარი. საკრებულოს მორიგ სხდომაზე 23 საკითხი უნდა იქნეს განხილული:
- „გორის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა და სხვა საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრისა და გორის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე” დადგენილების პროექტის თაობაზე წარმოდგენილი დასკვნის განხილვა და მისი რიგითობისა და მომხსენებლის განსაზღვრა 2019 წლის 13 სექტემბრის საკრებულოს სხდომაზე.
/მომხს.ლიანა ჩლაჩიძე/
- „გორის მუნიციპალიტეტის მერიაში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობის შეზღუდვიდან გამონაკლისის დაშვების შესახებ გორის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის თაობაზე“ განკარგულების პროექტის თაობაზე წარმოდგენილი დასკვნის განხილვა და მისი რიგითობისა და მომხსენებლის განსაზღვრა 2019 წლის 13 სექტემბრის საკრებულოს სხდომაზე.
/მომხს.ლიანა ჩლაჩიძე/
- „გორის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ “ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 14 დეკემბრის №87
დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დადგენილების პროექტის თაობაზე წარმოდგენილი დასკვნის განხილვა და მისი რიგითობისა და მომხსენებლის განსაზღვრა 2019 წლის 13 სექტემბრის საკრებულოს სხდომაზე.
/მომხს.ზურაბ ყაჯრიშვილი/
- „გორის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (საკადასტრო კოდი N66.45.15.039) პირდაპირი განკარგვის წესით, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით, ა(ა)იპ კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრისთვის სარგებლობის უფლებით გადაცემასთან დაკავშირებით თანხმობის მიცემის შესახებ. განკარგულების პროექტის თაობაზე წარმოდგენილი დასკვნის განხილვა და მისი რიგითობისა და მომხსენებლის განსაზღვრა 2019 წლის 13 სექტემბრის საკრებულოს სხდომაზე.
/მომხს. მერაბ მელანაშვილი/
- „გორის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში მიწის ნაკვეთის (ს/კ 66.45.17.384) ფ/პ ისაკ ელიშაყოვისთვის პირდაპირი განკარგვის წესით, სარგებლობის უფლებით, აღნაგობის ფორმით გადაცემაზე გორის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ” განკარგულების პროექტის თაობაზე წარმოდგენილი დასკვნის განხილვა და მისი რიგითობისა და მომხსენებლის განსაზღვრა 2019 წლის 13 სექტემბრის საკრებულოს სხდომაზე.
/მომხს. მერაბ მელანაშვილი/
- „გორის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის (ს/კ 66.54.10.040) პირობიანი აუქციონის წესით სარგებლობის უფლებით, იჯარის ფორმით გადაცემაზე, გორის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ” განკარგულების პროექტის თაობაზე წარმოდგენილი დასკვნის განხილვა და მისი რიგითობისა და მომხსენებლის განსაზღვრა 2019 წლის 13 სექტემბრის საკრებულოს სხდომაზე.
/მომხს. მერაბ მელანაშვილი/
- „გორის მუნიციპალიტეტის ქონების, ა(ა)იპ „ქალი და განვითარებისთვის“ ს/ნ 417875035 პირდაპირი განკარგვის წესით, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემაზე გორის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ“ განკარგულების პროექტის თაობაზე წარმოდგენილი დასკვნის განხილვა და მისი რიგითობისა და მომხსენებლის განსაზღვრა 2019 წლის 13 სექტემბრის საკრებულოს სხდომაზე.
/მომხს. მერაბ მელანაშვილი/
- „გორის მუნიციპალიტეტის მოძრავი ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 09 ნოემბრის №158 განკარგულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე“ განკარგულების პროექტის თაობაზე წარმოდგენილი დასკვნის განხილვა და მისი რიგითობისა და მომხსენებლის განსაზღვრა 2019 წლის 13 სექტემბრის საკრებულოს სხდომაზე.
/მომხს. მერაბ მელანაშვილი/
- „გორის მუნიციპალიტეტის მოძრავი ქონების პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 09 ნოემბრის №159 განკარგულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე“ განკარგულების პროექტის თაობაზე წარმოდგენილი დასკვნის განხილვა და მისი რიგითობისა და მომხსენებლის განსაზღვრა 2019 წლის 13 სექტემბრის საკრებულოს სხდომაზე.
/მომხს. მერაბ მელანაშვილი/
- „გორის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ” გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 09 მარტის №43 განკარგულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე” განკარგულების პროექტის თაობაზე წარმოდგენილი დასკვნის განხილვა და მისი რიგითობისა და მომხსენებლის განსაზღვრა 2019 წლის 13 სექტემბრის საკრებულოს სხდომაზე.
/მომხს. მერაბ მელანაშვილი/
- „გორის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ” გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 09 მარტის №44 განკარგულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე” განკარგულების პროექტის თაობაზე წარმოდგენილი დასკვნის განხილვა და მისი რიგითობისა და მომხსენებლის განსაზღვრა 2019 წლის 13 სექტემბრის საკრებულოს სხდომაზე.
/მომხს. მერაბ მელანაშვილი/
- „ქ. გორში გურამიშვილის ქუჩა № 5_ის მიმდებარედ საგზაო ნიშნის 3.28 „დგომა აკრძალულია “ განთავსების თაობაზე“ განკარგულების პროექტის თაობაზე წარმოდგენილი დასკვნის განხილვა და მისი რიგითობისა და მომხსენებლის განსაზღვრა 2019 წლის 13 სექტემბრის საკრებულოს სხდომაზე.
/მომხს.თამარ მურალოვა/
- 13. „ქ. გორში, ჩოდრიშვილის, თამარ მეფის, დავითაშვილის და ყაზბეგის ქუჩებზე ზოგიერთი საგზაო ნიშნის განთავსების თაობაზე“ განკარგულების პროექტის თაობაზე წარმოდგენილი დასკვნის განხილვა და მისი რიგითობისა და მომხსენებლის განსაზღვრა 2019 წლის 13 სექტემბრის საკრებულოს სხდომაზე.
/მომხს.თამარ მურალოვა/
- „ქ.გორის ქუჩებში საგზაო ნიშნების განთავსების თაობაზე“ განკარგულების პროექტის თაობაზე წარმოდგენილი დასკვნის განხილვა და მისი რიგითობისა და მომხსენებლის განსაზღვრა 2019 წლის 13 სექტემბრის საკრებულოს სხდომაზე.
/მომხს.თამარ მურალოვა/
- „ქ.გორში ი. გოგებაშვილის ქუჩაზე საგზაო ნიშნების -„ დგომა აკრძალულია“ -ს განთავსების თაობაზე“ განკარგულების პროექტის თაობაზე წარმოდგენილი დასკვნის განხილვა და მისი რიგითობისა და მომხსენებლის განსაზღვრა 2019 წლის 13 სექტემბრის საკრებულოს სხდომაზე.
/მომხს.თამარ მურალოვა/
- „გორის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის 2019 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიშის შეფასების შესახებ“ განკარგულების პროექტის თაობაზე წარმოდგენილი დასკვნის განხილვა და მისი რიგითობისა და მომხსენებლის განსაზღვრა 2019 წლის 13 სექტემბრის საკრებულოს სხდომაზე.
/მომხს.ივანე კორინთელი/
- „ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს, კულტურისა და ახალგაზრდობის განყოფილების 2019 წლის ფინანსური ანგარიშის“ რიგითობისა და მომხსენებლის განსაზღვრა 2019 წლის 13 სექტემბრის საკრებულოს სხდომაზე.
/მომხს.ივანე კორინთელი/
- „ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს 2019 წლის ანგარიშის შეფასების შესახებ “ განკარგულების პროექტის თაობაზე წარმოდგენილი დასკვნის განხილვა და მისი რიგითობისა და მომხსენებლის განსაზღვრა 2019 წლის 13 სექტემბრის საკრებულოს სხდომაზე.
/მომხს.ზურაბ ყაჯრიშვილი/
- „გორის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის ინფრასტრუქტურული განვითარებისა და კეთილმოწყობის განყოფილების 2018 წლის ოქტომბრიდან 2019 წლის განვლილ პერიოდამდე გაწეული საქმიანობის ანგარიშის შეფასების შესახებ“ განკარგულების პროექტის თაობაზე წარმოდგენილი დასკვნის განხილვა და მისი რიგითობისა და მომხსენებლის განსაზღვრა 2019 წლის 13 სექტემბრის საკრებულოს სხდომაზე.
/მომხს.თამარ მურალოვა/
- „გორის მუნიციპალიტეტში კურკოვანი და თესლოვანი ხილის მოსავლის აღების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის“ რიგითობისა და მომხსენებლის განსაზღვრა 2019 წლის 13 სექტემბრის საკრებულოს სხდომაზე.
/მომხს. მერაბ მელანაშვილი/
- „გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის IV კვარტლის სამუშაო გეგმის დამტკიცების შესახებ” განკარგულების პროექტის თაობაზე წარმოდგენილი დასკვნის განხილვა და მისი რიგითობისა და მომხსენებლის განსაზღვრა 2019 წლის 13 სექტემბრის საკრებულოს სხდომაზე.
/მომხს.ლიანა ჩლაჩიძე/
- „გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ“ განკარგულების პროექტის თაობაზე წარმოდგენილი დასკვნის განხილვა და მისი რიგითობისა და მომხსენებლის განსაზღვრა 2019 წლის 13 სექტემბრის საკრებულოს სხდომაზე.
/მომხს.თამარ მურალოვა/
- „გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ“ განკარგულების პროექტის თაობაზე წარმოდგენილი დასკვნის განხილვა და მისი რიგითობისა და მომხსენებლის განსაზღვრა 2019 წლის 13 სექტემბრის საკრებულოს სხდომაზე.
/მომხს.თამარ მურალოვა/
საკრებულოს მორიგი სხდომა 13 სექტემბერს 11.00 საათზე გაიმართება.
სხდომა ღიაა ყველა დაინტერესებული პირისთვის.