გენდერული თანასწორობის საბჭოს სხდომა

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გორის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა.
საბჭოს წევრებმა განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები:
1. 07.10.19 წ შავშვებში გასვლითი საინფორმაციო შეხვედრის და კვლევის შედეგების შესახებ ინფორმაცია,
2. NDI ერთობლივი შეხვედრა გორის მუნიციპალიტეტისათვის საბიუჯეტო პრიორიტეტების განსაზღვრაზე მონაწილეობის შესახებ,
3. საინფორმაციო შეხვედრების გრაფიკი,
4. 2019 წლის გეგმის შესრულების შესახებ,
5. დადგენილებაში ცვლილელების შეტანის შესახებ,
6. 25.11.19-10.12.19 საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში დასაგეგმი ღონისძიებები,
7. 2020 წლის ბიუჯეტის დაგეგმვის შესახებ.
სხდომაზე იმსჯელეს ზემოაღნიშნულ საკითხებზე და დაგეგმეს სამომავლოდ ჩასატარებელი ღონისძიებები.

საკრებულოს სხდომა - 11 ოქტომბერი

 გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგით სხდომაზე საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 18 საკითხი განიხილეს. საკრებულოს დღევანდელ სხდომას 31 საკრებულოს წევრი ესწრებოდა. მათმა უმრავლესობამ 13 საკითხს მხარი დაუჭირა, 4 საკითხი შეეხებოდა ა(ა)იპების და მერისს სამსახურების ანგარიშებს და დადებითად შეაფასა, ხოლო 1 საკითხზე მოისმინა ინფორმაცია.
საკრებულოს სხდომაზე გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ წარმოადგინა გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის სექტემბრიდან 2019 წლის სექტემბრამდე გაწეული საქმიანობის ანგარიში.წარმოდგენილი ანგარიში შეეხებოდა საკრებულოს ბიუროს, მუდმივმოქმედ კომისიების,ფრაქციების და აპარატის გაწეული საქმიანობის შესახებ ინფორმაციას,აგრეთვე საკრებულოს წევრების მიერ ინიცირებულ საკითხებს.
დღის წესრიგის საკითხები ეხებოდა მუნიციპალიტეტის ქონების იჯარის ფორმით გადაცემას, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის და გეგმის დამტკიცებას, ასევე გორის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებებს, გენდერული თანასწორობის საბჭოში შესატან ცვლილებებს და სხვა.

 

საპატიო შეხვედრა გენო პეტრიაშვილთან და ნუგზარ სხირელთან

 დღეს გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მსოფლიოს სამგზის ჩემპიონს გენო პეტრიაშვილს და მის მწვრთნელს ნუგზარ სხირელს საპატიო შეხვედრა მოუწყვეს.
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით რაზმაძემ ისაუბრა საამაყო ჩემპიონის სპორტულ მიღწევებზე და მას მომავალი წარმატებები უსურვა.
საპატიო სტუმრებს საკრებულოს სახელით სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.

დამეგობრებული ქალაქები

  • 1
  • 2
  • 3

გორის მუნიციპალიტეტი

ხელმისაწვდომი ჯანდაცვა, განათლება, სოციალური პროგრამები, უსაფრთხო გარემო აი, სწორედ ესაა ჩვენი გუნდის პრიორიტეტი, რომლის შესრულებისათვისაც მაქსუმალურს გავაკეთებთ.

დავით რაზმაძე

კონტაქტი

  ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.
  +995 599 85-17-00
  სტალინის გამზირი #16

გვადევნე თვალი