გილოცავთ ახალი წლის შემობრძანებას!

გილოცავთ ახალი წლის შემობრძანებას!

მშვიდობის, სიკეთისა და სიყვარულის მომტანი ყოფილიყოს 2019 წელი თქვენთვის და თქვენი ოჯახებისთვის! მინდა, თითოეულ თქვენგანს გულითადად მოგილოცოთ ეს დღესასწაული!

მე კარგად მესმის, რომ  ბევრი ადამიანი ახალ წელს გაჭირვებაში ხვდება.ვისურვებდი, რომ 2019 წელი მათთვის წინსვლისა და გაძლიერების წელი ყოფილიყოს. მე მჯერა, რომ ეს ასეც იქნება.მინდა, ამ ადამიანებს განსაკუთრებულად მივულოცო ახალი წელი!  ჩემო მეგობრებო  ასევე განსაკუთრებულად მინდა  მივულოცო ახალი წელი იმ ადამიანებს, ვინც დღეს საქართველოში,  არ იმყოფება. მომავალი წელი მათი სამშობლოში დაბრუნების წელი ყოფილიყოს, ქვეყნის ხელისუფლება  ამისთვის ძალას არ დაიშურებს!

ასევე, გულითადად ვულოცავ ჩვენს ჯარისკაცებს და  ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებს, რომლებიც ამ წუთებშიც ქვეყნის ინტერესებს იცავენ და ჩვენს უსაფრთხოებაზე და მშვიდობაზე ზრუნავენ.

აღსანიშნავია, რომ 2018 წელს, ახალმა პროგრამებმა, რომლებიც სოციალური მომსახურებების, ჯანდაცვისა და მოქალაქეების მიერ შერჩეული სხვა პრიორიტეტების მიმართულებებით განვახორციელეთ, საშუალება მოგვცა, ჩვენი თანამოქალაქეების ცხოვრების დონე და პირობები, წინა წლებთან შედარებით, ნაწილობრივ გაგვეუმჯობესებინა წამოვიწყეთ სამომავლო პროექტები, რომელთა მეშვეობითაც, გორის მუნიციპალიტეტი ძალიან მალე ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით უფრო მეტად განვითარებული და კეთილმოწყობილი იქნება. ეს მხოლოდ დასაწყისია! 2019 წელს ხელისუფლება  კიდევ უფრო ეფექტური ღონისძიებების განხორციელებას გეგმავს ჩვენი თანამოქალაქეების კეთილდღეობისა და წინსვლისთვის.

მე მჯერა, რომ ხელისუფლებისა და ხალხის ერთიანობით, დასახული მიზნისკენ დაუღალავი სწრაფვით, მუხლჩაუხრელი შრომითა და ურთიერთსიყვარულით, ჩვენ შევძლებთ, რომ უკეთეს პირობებში ვიცხოვროთ. მაშინ, როცა დემოკრატიული, გამჭვირვალე, ევროპული სახელმწიფო ხელისუფლებისა და ხალხის ერთობლივი ნებაა, მოვლენები სწორედ ასე განვითარდება.

კიდევ ერთხელ გილოცავთ ყველას ახალ, 2019 წელს! გისურვებთ ბედნიერებას, ჯანმრთელობას, მშვიდობას, დღეგრძელობასა და კეთილდღეობას!

 

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე

11 იანვარი. საკრებულოს სხდომა.

11იანვარს 11:00 სთ-ზე გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა, სადაც საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით განსაზღვრული  11 საკითხი განიხილეს.

საკრებულოს მიღებული დადგებილებით,მეორე მსოფლიო ომის ვეტერანთა ოჯახები, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის,თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ოჯახები, საბრძოლო მოქმედებების შედეგად მკვეთრად, მნიშვნელოვნად და ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ვეტერანთა ოჯახები, სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებების შედეგად მკვეთრად, მნიშვნელოვნად და ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ვეტერანთა ოჯახები“ გათავისუფლდნენ დასუფთავების  მოსაკრებელი თანხის გადასახადისაგან.

სხდომაზე აგრეთვე მოისმინეს “ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის (ს/კ 218081590) 2018 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე ცენტრის დირექტორმა საკრებულოს წევრებს და სხდომაზე დამსწრე საზოგადოებას მიაწოდა ინფორმაცია მოხშირებული ვირუსული ინფექციებით გამოწვეული ვითარების შესახებ.

 

საკრებულოს სხდომა. 11 იანვარი

11იანვარს 11:00 სთ-ზე გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა, სადაც საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით განსაზღვრული შემდეგი საკითხები განიხილეს:

1. „გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების და ადმინისტრირების წესის განსაზღვრის შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 21 დეკემბრის № 54 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ” გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტი. /მომხს.ივანე კორინთელი/
2. ,,გორის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ” გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 09 მარტის №43 განკარგულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტი.
/მომხს.მერაბ მელანაშვილი/
3. ,,გორის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ” გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 09 მარტის №44 განკარგულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე” გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტი.
/მომხს.მერაბ მელანაშვილი/
4. „გორის მუნიციპალიტეტის ქონების შპს „დაირექტ დებიტ ჯორჯიასთვის“ (ს/ნ 205130464) პირდაპირი განკარგვის წესით, იჯარის ხელშეკრულებით გადაცემაზე გორის მუნიციპალიტეტის მერისთვის, თანხმობის მიცემის შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტი.
/მომხს.მერაბ მელანაშვილი/
5. „გორის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს/კ 66.46.26.144; მდებარე გორში, ცხინვალის გზატკეცილის მიმდებარედ), პირობიანი აუქციონის ფორმით, სარგებლობის უფლებით, აღნაგობის ფორმით გადაცემაზე, გორის მუნიციპალიტეტის მერისთვის, თანხმობის მიცემის შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტი.
/მომხს.მერაბ მელანაშვილი/
6. ‘გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე ტერიტორიაზე დასახლების შექმნისა და შესაბამისი კატეგორიის მინიჭების თაობაზე წინადადების მოწონების შესახებ” გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტი.
/მომხს.დავით გუდაძე/
7. „გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის 2018 წელს შესრულებული საქმიანობის ანგარიშის შეფასების თაობაზე“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტი.
/მომხს.ლიანა ჩლაჩიძე/
8. “ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის (ს/კ 218081590) 2018 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიშის შეფასების შესახებ” გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტი.
/მომხს.ზურაბ ყაჯრიშვილი/
9. “ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოს (ს/კ418471059) 2018 წელს გაწეული ფინანსური საქმიანობის ანგარიშის შეფასების შესახებ” გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტი.
/მომხს.ივანე კორინთელი/
10. “ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის სასმელი წყლის სისტემების, წყალარინების, მელიორაციის ჭაბურღილებისა და სატუმბო სადგურების სამსახურის (ს/კ418465315 ) 2018 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიშის შეფასების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტი.
/მომხს.დავით გუდაძე/
11. „გორის მუნიციპალიტეტის სოფლის მეურნეობაში 2018 წლის შედეგების შესახებ“ ინფორმაცია.
/ მომხს. მერაბ მელანაშვილი/

საკრებულოს სხდომას ესწრებოდა 33 საკრებულოს წევრი.სხდომაზე დღის წერიგით გათვალისწინებული საკითხები ხმათა უმრავლესობით გავიდა.

დამეგობრებული ქალაქები

  • 1
  • 2
  • 3

გორის მუნიციპალიტეტი

ხელმისაწვდომი ჯანდაცვა, განათლება, სოციალური პროგრამები, უსაფრთხო გარემო აი, სწორედ ესაა ჩვენი გუნდის პრიორიტეტი, რომლის შესრულებისათვისაც მაქსუმალურს გავაკეთებთ.

დავით რაზმაძე

კონტაქტი

  ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.
  +995 599 85-17-00
  სტალინის გამზირი #16

გვადევნე თვალი