25 დეკემბერი-საკრებულოს რიგგარეშე სხდომა

25 დეკემბერს 14.00 სთ-ზე ჩატარდა გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა შემდეგი დღის წესრიგით:

1) „გორის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტი.
/მომხს.დავით რაზმაძე/
2) „გორის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 21 დეკემბრის N31 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტი.
/მომხს.დავით რაზმაძე/
3) „გორის მუნიციპალიტეტში 2019, 2020, 2021 წელს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელი პროექტების მოწონების თაობაზე“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტი.
/მომხს.დავით რაზმაძე/
4) „გორის მუნიციპალიტეტში 2019, 2020, 2021 წელს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან დასაფინანსებელი პროექტების მოწონების თაობაზე“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტი.
/მომხს.დავით რაზმაძე/

საკრებულოს სხდომაზე ხმათა უმრავლესობით დამტკიცდა გორის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტი.

დამეგობრებული ქალაქები

  • 1
  • 2
  • 3

გორის მუნიციპალიტეტი

ხელმისაწვდომი ჯანდაცვა, განათლება, სოციალური პროგრამები, უსაფრთხო გარემო აი, სწორედ ესაა ჩვენი გუნდის პრიორიტეტი, რომლის შესრულებისათვისაც მაქსუმალურს გავაკეთებთ.

დავით რაზმაძე

კონტაქტი

  ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.
  +995 599 85-17-00
  სტალინის გამზირი #16

გვადევნე თვალი